x
image
მადამ ფისუნია
უკრაინელი ვიზუალური არტისტის სერია "ომის ჩანაწერები"
image

ყველა ცოცხალი არსება ომის მსხვერპლია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავშესაფრებში და ფერმებში ცხოველები მასიურად იხოცებიან საკვების და წყლის ნაკლებობის გამო ან დაბომბვის შემდეგ. ბოროდიანკაში მოხალისეებმა იპოვეს მხოლოდ 150 ცხოველი, რომლებიც გადარჩნენ 485-დან.

ანასტასია იალანსკაიას სიცოცხლე ომის მე-10 დღეს - 4 მარტს ბუჩაში დასრულდა. ნასტიას და მის ორ მეგობარს ოკუპანტებმა მანქანაში მყოფთ ესროლეს, მაშინ როდესაც ისინი ძაღლების თავშესაფრიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ძაღლებისთვის საკვები მიჰქონდათ.

ბუჩა… ულამაზესი ხელი, რომელიც ირინა ფოლკინას ეკუთვნის.

14.03.22 გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში ორსული ქალის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ, რაც რაკეტა სამშობიაროს მოხვდა.

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტმა 11 წლის გოგონას სახეში ესროლა. ტყვიამ ყბაში გაიარა და ენის ფესვი დააზიანა. ამჟამად მილენა ურალოვა დედასთან ერთად საავადმყოფოშია. გამოჯანმრთელდა, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობს და ყოველი მცირე ხმის ეშინია. მილენა ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი ტანმოვარჯიშე.

96 წლის ბორის რომანჩენკო ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარი იყო და გადაურჩა ბუხენვალდს, პეენემუნდეს, მიტელბაუ-დორას და ბერგენ-ბელსენს. მაგრამ ის ვერ გადარჩა რუსული არმიის ბომბებს.
ხარკოვში მისი ბინის დაბომბვის შემდეგ მხოლოდ მისი ძვლები და ფერფლი აღმოაჩინეს.

მატარებლის კონდუქტორი ნატალია ბაბიჩევა.
ორი კვირის განმავლობაში მისი საევაკუაციო მატარებელი ეხმარებოდა ხალხს მთელი უკრაინიდან. მას ცეცხლი გაუჩნდა, როდესაც ის ლიმანში მიდიოდა ბავშვების ჯგუფის ასაყვანად. ნატალია ნამსხვრევებით გარდაიცვალა. ის 48 წლის იყო. მისი ქალიშვილი ამბობს, რომ სურს იყოს ისეთივე მამაცი, როგორც დედა.

ბუჩაში პატრულის თანამშრომლებმა გაფუჭებულ მანქანაში ძაღლი იპოვეს. ძაღლი ისე იყო დაღლილი, რომ ზედ გატეხილ მინაზე ეძინა.
ცხოველი ვეტერინართან გადაიყვანეს და ამის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავისთან წაიყვანა.

11 მარტს რუსმა ოკუპანტებმა კრემინას მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს. 56 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გადარჩენილი 15 ადამიანი ოკუპანტებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

საშამ ხელი დაკარგა, როდესაც მას, მამინაცვალსა და დედას ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელის დატოვების მცდელობისას.
მისმა ბიოლოგიურმა მამამ თქვა: „საშა მსხვერპლი არ არის. საშა გმირია."

2022 წლის 28 თებერვალს სოფელ მაკარივთან რუსულმა საბრძოლო მანქანამ 30 მმ-იანი ქვემეხიდან შინდისფერ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მოხუცი წყვილი იმყოფებოდა…

6 მარტს ირპინთან ნაღმტყორცნებისაგან დაიღუპა ოჯახი დედა და ორი შვილი. ევაკუაციის ავტობუსებთან მისვლის მცდელობისას. მამამ, სერგიი პერებინისმა, ახალი ამბების ფოტოებიდან ამოიცნო ტრაგედიის მსხვერპლი საკუთარი ოჯახი.
26 წლის მოხალისეც, რომელიც მათ ჩანთის ტარებაში ეხმარებოდა მათთან ერთად გარდაიცვალა. მამამ მისცა ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა The New York Times-ში. 2014 წელს პერებიინისის ოჯახი ერთხელ უკვე იყო ევაკუირებული დონეცკიდან, რომელიც მაშინ რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს. ოჯახი საცხოვრებლად კიევის რეგიონში გადავიდა ახალი ცხოვრების დასაწყებად…

ჩერნიხოვში ავიაიერიშის შედეგად 5 კაციანი ოჯახი დაიღუპა. 2022 წლის 17 მარტი.

რუსეთმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რაკეტები გაისროლა. რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, ცნობილია 50-მდე დაღუპული (5 ბავშვი) და თითქმის ასი დაჭრილი.

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0