x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გუგლმა ძალიან არასახარბიელო სიურპრიზი გაუკეთა რუსეთს, მოხსნა დაფარვა ყველა რუსულ სტრატეგიულ ობიექტს
image

მოგეხსენებათ გუგლის რუკებზე განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილები არ იძებნებოდა, დაფარული იყო გუგლის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.


მას შემდეგ კი რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა სანქციები დაუწესა აგრესორ რუსეთს, გუგლმა ცალმხრივად გაწყვიტა რუსეთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება, შეუერთდა სანქციებს და უკვე "Google Maps"-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ რუსეთის ყველა სტრატეგიული ობიექტი.
რუსეთმა გუგლის ეს ქმედება გააპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ. ამასთან ერთად საინტერესოა ერთი რამ, სანქცია ანუ განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებზე დაფარვის მოხსნა მოქმედებს მხოლოდ რუსეთზე და არ მოქმედებს არცერთ სხვა ქვეყნებზე.


რუსეთი არ ელოდა ასეთ სიურპრიზს გუგლისაგან, მაგრამ სანქციებიდან გამომდინარე არაფრის შეცვლა არ შეუძლია.


ახლა თავისუფლად შეგიძლიათ მოძებნოთ რუსული სარაკეტო შახტები, საიდუმლო პოლიგონები, სამეთაურო პუნქტები და ასე შემდეგ.



მივესალმები გუგლის ასეთ ქმედებას, აგრესორის ყველა საიდუმლო უნდა გამჟღავნდეს აუცილებლად.


0
306
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
306