x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქართული შესაფუთი მასალების საწარმოს ესტუმრა
image

ქალაქ რუსთავში, ქართული წარმოების პლასტიკის შესაფუთ საწარმოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საწარმო ასევე USAID საქართველოს ოფისის და USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებაც დაათვალიერეს.


გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური თემატიკის გარშემო საზოგადოების მაღალი ინტერესის გთვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საწარმო "კავკასფექი" პოზიციონირდება, როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრეცედენტი (blueprint) საქართველოში.


image


"საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტიკის შესაფუთების შექმნა და მისი ექსპორტზე გატანა, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გზით. ეს არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა" - ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი ამირან ცერცვაძე.


USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში (The USAID ECONOMIC SECURITY PROGRAM), კომპანიამ წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. USAID - ის პროგრამამ კონკურსის თანახმად, კომპანიას შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, შედეგად პროექტით გათვალისწინებული წარმადობის ზრდა და ენერგოეფექტურობა წარმატებით განხორციელდა.


image


კომპანია "კავკასფექი"- ს მიერ წარმოებული პროდუქტი მარაგდება მსოფლიოს ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, როგორებიცაა: აშშ, კანადა, პანამა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. უფრო მეტიც, იგი საქართველოდან შესაფუთი საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორია აშშ-ში, WALLMART-ის სუპერმარკეტების გიგანტურ ქსელში.



სწორედ ამ თემის ინტერესის საფუძველზე, წარმოებას ეწვია ამერიკის ელჩი - კელი დეგნანი და USAID - ის დელეგაცია. სტუმრები გაეცნენ უახლესი აღჭურვილობის მუშაობის სისტემას, დაესწრნენ ექსპორტის პროცედურებს, დაათვალიერეს აღნიშნული საწარმო და უკვე წარმოებული პროდუქტი.



კომპანიის „კავკასფექ“ შესახებ:


ქართული კაპიტალით შექმნილი, 14 წლიანი გამოცდილების მქონე, ქართული კაპიტალით შექმნილი, შესაფუთი საშუალებების საწარმო "კავკასფექი" - 14 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტიკისგან შესაფუთს აწარმოებს (მათ შორის პეტ ბოთლებისგან).


კომპანია სერტიფიცირებულია ISO და BRC ის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატებით. დასაქამებულია 110 თანამშრომელი.


მაღალტექნოლოგიურ დანადგარების და ინოვაციური მიდგომების ევროპული და ამერიკული ბიზნესისთვის საჭირო სერტიფიკაციის „კავკასფექის“ უახლოესი სამომავლო გეგმებია - საექსპორტო ბაზრების გაფართოება, კერძოდ ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის გატანა. ეს არის საწარმო, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული რომ პლასტიკი არ იყრებოდეს ბუნებაში, არამედ ხდებოდეს მისი შეგროვება-გადამუშავება.


image

ახალი სტანდარტების თანმიმდევრული დანერგვა, ყოველდღიური შრომა, პროგრესი პოზიტიური ცვლილებებისთვის და უკეთესი გარემოსთვის კომპანიას მიღებული აქვს "აწარმოე საქართველოსა" და "შეღავათიანი პროექტის" - მხარდაჭერა.


საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.


USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

https://www.facebook.com/EconSecProgram



*******************************

ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 30

ლელა ციხისელი - 577 99 77 22





R

0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0