სხვა რატომ ითვლებოდა ანტიკურ ხანაში ჰომოსექსუალიზმი ნორმად? 2022, 20 აპრილი, 21:04 ალბათ, ბევრი თქვენგანი მიაქცევდა ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ძველ დროში ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ანტიკურმა ცივილიზაციებმა სექსუალური ორიენტაციის ცნებაც კი არ იცოდნენ. მეტიც, ვნება მხოლოდ საპირისპირო სქესის მიმართ ეჭვს ბადებდა და ნაკლად განიხილებოდა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმის შესახებ თუ რატომ ითვლებოდა ძველად ჰომოსექსუალობა ნორმად, დღეს კი ის დევნას განიცდის.Erastes (lover) and Eromenos (beloved) kissing. Tondo of an Attic red-figured cup, circa 480 BC"ცისფერი" ისტორიაკაცობრიობის ისტორიაში ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის არსებობდა. ერთსქესიანთა ურთიერთობის ამსახველი გამოსახულებები გამოქვაბულთა კედლებზე ქვის ხანაშიც კი იყო. არსებული არტეფაქტები ადასტურებს გეების არსებობას ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ჰომოსექსუალიზმი სახელმწიფო დონეზე წახალისებული მხოლოდ ძველ საბერძნეთსა და რომში იყო. ცნობილია, რომ იმპერატორი კლავდიუსი იყო პირველი თხუთმეტი იმპერატორიდან ერთადერთი, ვინც მხოლოდ ქალებს ამჯობინებდა. სენატორები მას ამასთან დაკავშირებით დასცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ რომ მალე ის თავადაც ქალად გადაიქცეოდა.რატომ ითვლებოდა ასეთი ურთიერთობები ნორმად?იმიტომ რომ საბერძნეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები ახალგაზრდა თაობებისთვის ერთგვარ აღზრდის ფორმას წარმოადგენდა. ეს ინსტიტუციონალიზებული ჰომოსექსუალიზმია (ე.ი. კულტურის მიერ ოფიციალურად მიღებული და სპეციალური რიტუალებით გაფორმებული. გულისხმობს ურთიერთობას, უფროს მამაკაცსა და მოზარდ-ბიჭს შორის) საქმე იმაშია, რომ ასეთი კავშირები მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცსა და მოზარდ ბიჭს შორის დგებოდა. მამაკაცი ახალგაზრდის ცხოვრებაში მენტორის როლს ასრულებდა, ეხმარებოდა მას საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში, უზრუნველყოფდა მას ფინანსურად, ასწავლიდა და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა."Socrates Tears Alcibiades from the Embrace of Sensual Pleasure", Jean-Baptiste Regnault, 1791როდესაც მოზარდი იზრდებოდა, კავშირი წყდებოდა. უფროსი მამაკაცისთვის ურთიერთობაში მეორე როლის შესრულება სამარცხვინოდ ითვლებოდა. ქალური თვისებების მქონე მამაკაცები მკაცრად იკიცხებოდნენ. ასეთი როლის შესრულება მხოლოდ ქალებს, მონებს და ახალგაზრდობას შეეძლო. მეომარი და ზოგადად კაცი, რომელიც შემჩნეული მსგავსს ურთიერთობაში იქნებოდა მარადიული სირცხვილი ელოდა. ის, რომ სპარტელები და სხვა ბერძნები არმიას კაცი საყვარლებით არ აკომპლექტებენ - მითია. სპარტელები, ახალგაზრდობაში ჰომოსექსუალურ კავშირებს, მართლაც ამყარებდნენ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ისინი ცოლებს ირთავდნენ და ოჯახებს ქმნიდნენ. ყოფილი ჰომოსექსუალი პარტნიორი კი მხოლოდ მეგობრად რჩებოდა. გამონაკლისს თებეს სასულიერო ლეგიონი წარმოადგენს, რომელიც სამასი ჰომოსექსუალი წყვილისგან შედგებოდა. ლეგიონის სრული შემადგენლობა მაკედონელებთან ბრძოლას ძვ.წ 383 წელს შეეწირა და ისტორიაში საკუთარი ორიენტაციის წყალობით შევიდა.თებეს წმინდა რაზმი სამხედრო ისტორიაში უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს. ეს ელიტური სამხედრო ნაწილი, რომელიც ჰომოსექსუალური წყვილებისგან შედგებოდა ანტიკურობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ფორმირებას წარმოადგენდა, ვინაიდან როგორც პლუტარქემ თქვა "შეყვარებულთა კავშირმა მისი ბრძოლისუნარიანობა გაზარდა". რაზმმა ქერონეასთან ბრძოლამდე (მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ და ალექსანდრე მაკედონელმა მას გამანადგურებელი მარცხი მიაყენა) დამარცხების მნიშვნელობაც კი არ იცოდა.რატომ არიან გეები დღეს დევნის ობიექტები?ერთსქესიანთა დევნა ჩვ.წ. მხოლოდ მე-4 საუკუნიდან, ქრისტიანობის გავლენით იწყება. ქრისტიანობაში მოგეხსენაბათ, რომ ჰომოსექსუალიზმი საშინელ ცოდვად ითვლება, მეტიც ერთსქსიანთა სიყვარული მე-18 საუკუნემდე სიკვდილითაც კი ისჯებოდა, იგივე დამოკიდებულებაა იუდაიზმსა და ისლამშიც.Jupiter Kissing Ganymede, Roman Forgery by Anton Raphael Mengs and Giovanni Casanova (c. 1758)ისე მოხდა რომ დღეს, ცივილიზებულ სამყაროში რელიგია თანდათან უკანა პლანზე გადადის, ათეისტთა რაოდენობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, რაც მორალური რელიგიური ნორმების დაცემასა და კვლავ ჰომოსექსუალიზმთან დაბრუნებას იწვევს.251 შეფასება არ არის |