პოლიტიკა "შიგ ქვეყნის გულში დავარტამთ" - ირანი ისრაელს ემუქრება 2022, 18 აპრილი, 16:36 ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ისრაელს"შიგ გულში" დარტყმით დაემუქრა. ისრაელის მხრიდან ირანის მოქალაქეებისადმი მუქარის შემთხვევაში, ირანი დაარტყამს ებრაული სახელმწიფოს გულს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, იუწყება IRNA. ირანის ლიდერის თქმით, ისრაელის ხელმძღვანელობის უმცირესი ქმედებებიც კი ირანის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის ცნობილია. „ჩვენი ერის წინააღმდეგ რაიმე საფრთხის შემთხვევაში, ისრაელის შუაგული ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნე იქნება და [თქვენ] არ იქნებით მშვიდად“, - განაცხადა პრეზიდენტმა რაისიმ. გასული წლის ოქტომბერში ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვა დაიწყეს. ოპერაციების სერიების მომზადება მიმდინარე, 2022 წელს დაიწყება. მისიისთვის ცალკე დაფინანსება გამოიყოფა და საჰაერო ძალების მომზადების გეგმა შემუშავდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობა მზადაა ამ გეგმების განსახორციელებლად მილიარდობით შეკელი გამოყოს. 581 2-ს მოსწონს
|