x
image
თუთიკო ბერძენა
"პუტის ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს, თუმცა გაურკვეველია, რას გულისხმობს გამოთქმაში "ჯერ არ მოსულა დრო" - იტალიის პრემიერი
image
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ომის ბაბუას ომის გაგრძელება უნდა და მასთან დარეკვა დროის კარგვაა.


მარიო დრაგი მოჰყვა დეტალებს, თუ როგორ ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.


პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა მოლაპარაკებებისთვის. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის კარგვას ჰგავს.


ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.



მანამდე პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა მისი შეჩერება დიპლომატიური საუბრით. თუმცა პურინს ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს, რაც იტალიის პრემიერისთვის გაუგებარია.


"სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ ვურეკავდი მშვიდობაზე სასაუბროდ. ვკითხე: "როდის ხვდები ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი." მან მიპასუხა: "ჯერ არ მოსულა დრო." მე დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიეღოთ, მან კი ისევ მიპასუხა:" ჯერ არ მოსულა დრო".


დრაგის თქმით, პუტინი ბუჩას ამბებამდე ესაუბრა რუსული გაზის რუბლით გადახდაზე. ამის შემდეგ თანამოსაუბრეები რამდენიმე დღეში შეხვედრაზე შეთანხმდნენ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. შემდეგ კი მსოფლიომ ნახა რუსი დამპყრობლების ომის დანაშაულები ბუჩაში.


”ვფიქრობ მართალი არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ უსარგებლოა მასთან საუბარი, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და მიმაჩნდა, რომ მაქიმალურად დიალოგით უნდა გადაწყვეტილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელება, მისი ხოცვა-ჟლეტით, იმით, რაც მათ გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, სრულიად დამოუკიდებელია განხორციელებული სატელეფონო ზარებისგან“, - დაასკვნა დრაგიმ.


შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განმარტა, თუ რატომ ურეკავდა ხშირად ომის ბაბუას უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მისი თქმით, ამას ვლადიმირ ზელენსკი სთხოვდა.

4
180
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
180
  
2022, 18 აპრილი, 21:04
როცა საკუთარ ეგოზე მაღლა ადამიანი დადგება,მაშინ ეშველება ამ სამყაროს,სხვა შემთხვევაში პუტინი ყველა დროში იქნება.
2022, 18 აპრილი, 21:02
მე ეგეთების არ მჯერა,ადრეც გითხარი ამის შესახებ. მენტალისტების,მჩხიბავების და წინასწარმეტყველების არ მჯერა და არც პუტინი მგონია ანტიქრისტე,არც ილონ მასკი :) ზედმეტად დიდი გამოცდილება მაქვს,რომ ეგეთების არ მჯეროდეს,არც მღვდლების და არც ეკლესიაში სულის ცხონების მჯერა. პუტინი არაფრით არ განსხვავდება იმ იმპერიების ლიდერებისგან,რომლებიც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფიან. მაკედონელიდან დაწყებული ძია სტალინით დამთავრებული,ყველას ქონდათ ერთიანი სამყაროს შექმნის იდეა,მაგრამ არავის არ გამოუვიდა. რაც მთავარია,არც ამერიკის ლიდერები ყოფილან ანგელოზები,არც ბრიტანელების და არც ფრანგები,ესპანელები და პორტუგალიელებიც კი. ნუ გვავიწყდება,რომ 1945 წელს ყველაზე საშინელი რაღაც არა ჰიტლერმა ან სტალინმა,არამედ ჰარი ტრუმენმა ჩაიდინა. მოხერხება ხომ უნდა ამას,რომ მსგავსი რამე ჩაიდინო იმ ეპოქაში,სადაც ჰიტლერს და სტალინს მიყავს პარადი. თან მოგებული ომის პირობებში დასაჯა იაპონია და არ აპატია პერლჰარბორი. რას ვიზავთ,მსოფლიო ესე იყო,არის და იქნება მოწყობილი. დღეს ერთმა მომხმარებელმა მითხრა აქ,რომ არავინ მისმენს :) ფაქტიც სახეზეა,ჩემნაირებს რო არ უსმენენ არც საქართველოში და არც მსოფლიოში,მაგიტომაც ითვლიან მიცვალებულებს. არადა ჩემზე ამბობენ,ურწმუნო სატანისტი ხარო :) ხო მე ვარ სატანისტი და ჯიპით მოსიარულე წვერიანთა ურდო ნეტარი ანგელოზები
2022, 18 აპრილი, 18:57
მე სულაც არ მგონია, რომ მალე გაჩერდება. 2024 მდე ასე იბოგინებს ანტიქრისტე დედამიწაზე. და იქნებ ამ ლინკზე ეს აკრძალული მულტფილმიც გენახათ?
https://www.facebook.com/berdzenadzeberdzenadze/videos/695905958221851/?notif_id=1650285567819866&notif_t=video_processed&ref=notif
2022, 18 აპრილი, 16:55
აბა,რა გგონიათ,რომ ასე მალე გაჩერდება პუტინი და რუსეთი. სანამ რაღაც წარმატებას არ მიაღწევს და დასავლეთი გაგრძელებს იარაღის მიწოდებას არ გაჩერდება. მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაჯდება წაგებულის პოზიციიდან და ეს ყველამ იცის,მაგრამ მაინც აჯერებენ საზოგადოებას რო ეს ასე არაა. დრო გავა და ბევრი რამე გამოჩნდება,კორონა ისტერიის არ იყოს,დიდი აფიორის მომსწრენი გავხდებით. რუსეთს აქვს საკმარისი სახსრები იმისთვის რო ომი გაგრძელოს,ხოლო სადამდე გაქაჩავს უკრაინა ეს უკვე ღმერთმა იცის. ამას ყველაფერს ერთად ვნახავთ და მერე გავიხსენოთ ეს დღე.
0 1 4