x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენ არცერთს გესმით, რომ ამ ქვეყანაზე, ქაღალდის გარდა, არის კიდევ სინდისი" - ვის მიმართვს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"თქვენ არცერთს გესმით, რომ ”ამ ქვეყანაზე, ქაღალდის გარდა, არის კიდევ სინდისი"- ამ შინაარსის პოსტით ეხმაურება "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, შარლ მიშელის შეთანხმების მოახლოებულ წლისთავს და იმ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, ვინც 19 აპრილის შეთანხმების ჩავარდნას გიგა ბოკერიას აბრალებს:


"შარლ მიშელის ჩაფლავებული შეთანხმების მომხრეები თავს კომიკური არგუმენტით იმართლებენ:


ბოკერიამ არ მოაწერა ხელი და რადგან ერთსულოვანი არ იყო, ამოტომ ჩაიშალაო.


დავანებოთ თავი იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ბოკერიამ სწორედ იმიტომ არ მოაწერა, რომ ასეთ არაადეკვატურ შეთანხმებაზე ხელმოწერას კაპიტულაციად თვლიდა.


დავუშვათ, რომ მართლები ხართ და ბოკერიას ხელმოწერა წყვეტდა ამ ქვეყნის ბედს (ცხადია ეს ასე არ არის, მაგრამ ვითომ ასეა)!


თუ ასეა, რატომ


არ დაელოდეთ ბოკერიას?


რატომ არ დაელოდეთ იმ პირობების მიღებას რაც ბოკერიასთვისაც მისაღები იქნებოდა თქვე “შორსმჭვრეტელებო”?


თუ ერთსულოვნებას თვლიდით გადამწყვეტად, თქვენივე ლოგიკით, ამ ერთსულოვნებაზე რატომ არ იზრუნეთ თქვე დებილებო?


მე ვიცი პასუხი - არაფერზე თქვენ არ გიფიქრიათ, ყველი დაინახეთ, სათაგური ვეღარ, იმიტომ რომ ხარბები ხართ და მომენტუმით ცხოვრობთ, წინ გახედვა არ შეგიძლიათ!

თქვენ არცერთს გესმით, რომ ”ამ ქვეყანაზე, ქაღალდის გარდა, არის კიდევ სინდისი"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე - "საქართველოს სამომავლო გზა" ხელმოწერა შედგა.


დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ და გიორგი ვაშაძემ.


ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია" და "ევროპული საქართველო" დოკუმენტს არ უერთდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ დოკუმენტს ხელი "ენმ"-მემ მაინც მოაწერა.


შეთანხმებაზე ხელმოწერისგან თავი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" და "პატრიოტთა ალიანსმა" შეიკავა.




0
440
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
440