x
  იხილეთ ისტორია, რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს წითლად?

  იხილეთ ისტორია, რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს წითლად?

იხილეთ ისტორია, რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს წითლად?


იესო ქრისტემ ზეცად ამაღლებამდე თავისი მოწაფეები დაგზავნა დედამიწის ყოველ კუთხეში, რათა მათ ყველასათვის ეხარებინათ მისი აღდგომის შესახებ და ამით ადამიანთათვის ესწავლებინათ ის, რომ ვინც ღვთის მცნებებით და სუფთა გულით იცხოვრებს, საუკუნო სიცოცხლესაც მოიპოვებს ნეტარებაში.

საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც – ადამიანი, ვინც პირველმა იხილა აღმდგარი იესო. ისიც სხვა მოწაფეთა მსგავსად დადიოდა და ყველას ახარებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.

ერთხელაც, საქადაგებლად რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. ოდესღაც მარიამი ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს იმპერატორ ტიბერიუსთან. მას აღარაფერი გააჩნდა იმპერატორისათვის საჩუქრად, იესო ქრისტეს რწმენის მეტი. ამიტომ, კვერცხი გაუწოდა იმპერატორს, სიტყვებით:

– ქრისტე აღსდგა!

იმპერატორმა ეჭვით შეხედა

– როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო? ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც
ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს!

სიტყვები არ დაემთავრებინა, რომ კვერცხმა გაწითლება იწყო. ამ დღიდან მოყოლებული, ადამიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.


0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0