x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მწვადი ჩერჩილისთვის

სტუმრების წინაშე თავი რომ არ შეირცხვინონ, ადამიანები ცდილობენ, იმაზე უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან... ასე ხდებოდა ყოველთვის და გამონაკლისი არც ომის პერიოდი იყო — ქვეყნისთვის რთულ პერიოდში, უმაღლესი სარდლობა ნამდვილად არ შიმშილობდა და უფრო მეტიც, მათ სუფრებზე კერძების მრავალფეროვნებაც კი შეინიშნებოდა. მაგრამ, თუ სტუმრად მოკავშირე ქვეყნების მეთაურები მივიდოდნენ, მაგ., ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი და სხვები, ისეთი სუფრა იშლებოდა, რომ უცხოელები რწმუნდებოდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყოველ შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მხრივ მაინც.


image


ასეთ სუფრებზე მთავარი კერძი შემწვარი გოჭი იყო. გარდა ამისა, იყო შავი და წითელი ხიზილალა, თევზის რამდენიმე სახეობა, ასევე უამრავი დახვეწილი კერძი და წასახემსებელი. სტალინს ფრანგული სამზარეულო მოსწონდა და რა თქმა უნდა, ფრანგული კერძებიც იყო წარმოდგენილი. მოკლედ, რომ ვთქვათ, სუფრას "ჩიტის რძეც" არ აკლდა... წვეულებას კი, თავად სტალინი უძღვებოდა, რადგან საქართველოში დაბადებულ–გაზრდილი ადამიანისთვის, თამადობა რთული ნამდვილად არ იყო. თან ქვეყნის ლიდერი მართლაც რომ უბადლო თამადა იყო.
imageსაერთო ჯამში, დიდი სამამულო ომის დროს, 30-მდე ბანკეტი გაიმართა და რადგან ყველა მათგანზე, ყოველთვის, თითქმის ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, ყოველ ჯერზე, მენიუს განახლება ხდებოდა. უინსტონ ჩერჩილი დიდი გურმანი იყო და საკვებს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ხოლო, მაღალი თანამდებობა, მას გასტრონომიული მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების საშუალებას აძლევდა. მაგრამ, სტალინმა იმდენი მოახერხა, რომ ისიც კი გააკვირვა.

პავლე რუსიშვილი სპეციალურ ქვეგანყოფილებაში მუშაობდა, რომელიც სტალინისთვის კერძებს ამზადებდა. ბანკეტის სამზადისიც, რა თქმა უნდა, სწორედ იმ განყოფილებაში მიმდინარეობდა. როგორც მზარეული იხსენებს, ერთ დღეს, სტალინისგან ბრძანება მიიღეს, რომ ჩერჩილისთვის, 1942 წლის 14 აგვისტოსთვის, ბატკნის მწვადი მოემზადებინათ.


image


ასეთი შეკვეთის შესასრულებლად, მხოლოდ 2 კვირის ასაკის ბატკანი თუ გამოდგებოდა, — ისეთი, დედის რძის მეტი, რომ არაფერი ჰქონდა გასინჯული. ბატკნები დაკლეს, ხოლო სპეციალური კომისია აკვირდებოდა, რომ ხორცის დამუშავებისას, შინაგანი ორგანოები არ დაზიანებულიყო და თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ხორცს წუნდებულებში უშვებდნენ, რადგან მსგავსი დაზიანება მას გემოს უცვლიდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სწორედ იყო გამოშიგნული, ერთი დღე–ღამე მაცივარში ინახავდნენ, შემდეგ მარინადში დებდნენ და მხოლოდ ამის მერე ხვდებოდა ის შამფურზე. ჩერჩილმა მზარეულების ძალისხმევა სათანადოდ შეაფასა: აღნიშნა, რომ მანამდე, ასეთი ნაზი ხორცი არასდროს გაუსინჯავს.

imageამის გაგების შემდეგ, შეიძლება, ბევრმა გაიფიქროს კიდეც, «ხელისუფლებას რა ებანკეტებოდა, როდესაც ქვეყანა თავზე ექცეოდაო»... მაგრამ, ბანკეტები ერთგვარი პოლიტიკური წარმოდგენა იყო, რომლის დროს, სტალინი სადღეგრძელოებით მანიპულირებდა — შეეძლო ვიღაც შეექო, ან ვინმესთვის თავისი უკმაყოფილება შეპარვით ეთქვა, ან მასზე ირიბად მიენიშნებინა. სადღეგრძელოების მთავარი მიზანი კი, მოკავშირეებთან კონტაქტის დამყარება და ურთიერთგაგების განმტკიცება იყო. რაც შეეხება სტუმრებს, წვეულებების შემდეგ, ისინი საბჭოთა ლიდერს, როგორც გამჭრიახ პოლიტიკოსს ახასიათებდნენ.

შესაძლებელია, მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელებიც აწყობდნენ ბრწყინვალე მიღებებს, იგივე სტალინისთვის, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ასე, რომ, ასეთი რამ თუ მართლაც იყო, ისტორიაში არ შესულა... შეიძლება იმიტომ, რომ კრემლის წვეულებებისგან განსხვავებით, პომპეზურობით და მასშტაბურობით არ გამოირჩეოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე

* 5 რამ, რაც შუა საუკუნეებში ადამიანის სტატუსს განსაზღვრავდა

* 15 უნიკალური არტეფაქტი წარსულიდან

* 5 ფაქტი ფასდაუდებელი ძეგლების განადგურების შესახებ

* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ

* თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი

* 20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები

0
2875
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0