უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ჭორები შაკირას ორსულობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მისი შეყვარებული ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი Gerrard Pique-ა. მომღერალმა გუშინ საღამოს ოფიციალურად დაადასტურა ორსულობა Facebook-ზე გაკეთებული წარწერით:" ალბათ თქვენ უკვე იცით, მე და ჟერარი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ველოდებით ჩვენს პირველ შვილს. ამ დროისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ გადავდოთ ყველა დაგეგმილი ღონისძიება და დავტკბეთ ამ მომენტით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თაყვანისმცემლებს სიყვარულისა და გაგებისთვის.”