x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მინდა დავეწიო და ის მ@ღნერი კისერში ჩავუგდო"- რამ აღაშფოთა სტეფანე მღებრიშვილი

image


მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ქალაქის ქუჩებში არსებულ ანტისანიტარიას და დედაქალაქის, ძაღლების ერთ მთლიან მოსასაქმებელ ადგილად ქცევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოთხფეხა მეგორების პატრონთა უპასუხისმგებლობის გამო აღშფოთებას ვერ მალავს:


"ძაღლებს რომ აკუკინებენ და ვითომც არაფერი, არც იღებენ მერე და გადიან.. სულ მინდა დავეწიო და ის მძღნერი კისერში ჩავუგდო." - წერს სტეფანე მღებრიშვილი"ფეისბუქის"პირად გვერდზე.


მუსიკოსის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ჩანს, აღნიშნული პრობლემით არაერთი მოქალაქეა შეწუხებული, რომელთა უმრავლესობაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მაღალი ჯარიმების დაწესებაში ხედავს:


"ამიტომ უნდა არსებობდეს ასტრალური ფასის ჯარიმა !!! მცხეთის ქუჩა ყარს!!!! საშინელება ხდება"


"ერთი გამოსავალია ჯარიმა უნდა შემოიღონ"


"თან სად აკუკინებენ სტადიონზე სადაც ბავშვები დარბიან ხან ძირს გორაობენ და ბალახის მაგივრად ძაღლის ბეწვები რომ ყრია ...როდის უნდა ვისწავლოთ რომ ძაღლის ადგილი სტადიონზე არ არის?...."


"მაგ დროს შენიშვნას რომ მისცემ, ძაღლთ მოძულედ გამოგაცხადებენ. აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ზომები მიღებული."


"ბავშვს ვერ გაასეირნებ სკვერები საშინელ დღეშია. სტადიონზეც კი ვერ შემყავს ხოლმე ყველგან ძაღლის მოსაქმებულია ???????? რამეს რომ ეტყვი სახალხოდ გაგლანძღავენ ????????????"


"საკუთარი სახლის კარებთან უნდა დაახვედროთ და მერე იმკითხაონ-არკვიონ თავიანთი უპასუხისმგებლობა სურვილი მაქვს, ვინც საკუთარი ძაღლის ფეკალიებს ტოვებს ქუჩაში, საკუთარი სახლის დეზობარიერზე დავახვედრო ისწავლიან ჭკუას.."


"ჯარიმა უნდა შემოიღონ!!! სტადიონზე ბავშვს ვერ შეიყვან ისეთი ამბავია....." - წერდნენ აღშფოთებული მოქალაქეები მუსიკოსის პოსტის ქვეშ.







0
319
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
319