სხვა 5 პორნოვარსკვლავი, რომლებმაც ცხოვრება ცუდად დაამთავრეს 2022, 17 აპრილი, 10:24 იმ პორნოვარსკვლავების სია, რომლებიც სიცოცხლე გაფურჩქვნის პერიოდში დაასრულეს, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პერსონით შეივსო: უცნობმა ინფექციამ 35 წლის რავენ ალექსისის სიცოცხლე შეიწირა.
მისი კოლეგები ამავე ინდუსტრიიდან სხვადასხვა მიზეზის გამო იღუპებოდნენ, რომელიც ყოველ ჯერზე შოკისმომგვრელი იყო თაყვანისმცემლებისთვის. სექსი კორა (კაროლინ ვოზნიკა)-სექსი კორას გარშემო პირველი განგაშის ნიშანი 2009 წელს ატყდა, როდესაც ის საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, როდესაც ცდილობდა 200 მამაკაცისთვის მინეტი გაეკეთებინა. მსახიობმა მხოლოდ 75 პარტნიორის დაკმაყოფილება შეძლო, შემდეგ კი საავადმყოფოში მოხვდა. ორი წლის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა კიდევ ერთი რეკორდის დამყარება -მეექვსედ მკერდის გადიდების ოპერაცია. ოპერაციის დროს რაღაც ისე ვერ წავიდა და 23 წლის პორნოვარსკვლავი ერთკვირიანი კომის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. შაილა სტაილზი (ამანდა ფრიდლენდი)-შაილა 600-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. პორნოში, კანადელი ქსლი 2000 წლიდან მოხვდა და 16 წლის შემდეგ იგი მოხვდა AVN Award -ის "დიდების დარბაზში" პრესტიჟული ჯილდო ზრდასრულთა კინოს სფეროში. ამ ინდუსტრიაში ღმრად ჩახედული ადამიანების აზრით, "შაილას არ ჰყავდა ბადალი", რას გულსიხმობდნენ ამაში დღემდე უცნობი რჩება. იგივე ბურუსითა მოსული მისი სიკვდილით. 2017 წელს მსახიობის უსიცოცხლო გვამი საკუთარ საწოლში დედამისმა აღმოაჩინა. რისგან გარდაიცვალა 35 წლის პორნოვარსკვლავი, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ოლივია ვოლტერი (ოლივია ლუა)-ოლივია ლუა, 23 წლის, იგივე ოლივია ვოლტერი, 2018 წელს კვებითი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგედია ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხდა, სადაც მსახიობი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა. პორნოში მან მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში მოახერხა გადაღება - 2017 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე. შემდეგ ოლივიას "პირადი პრობლემები" შეექმნა, რამაც იგი კლინიკაში მიიყვანა. გოგონა აღარც გამოსულა გამოსულა საავადმყოფოდან: ექიმების თქმით, მის კუჭში აღმოჩენილმა ალკოჰოლისა და წამლების ნარევმა საბედისწერო როლი ითამაშა. შარლოტა ენჯი (კეროლ მალტესი)-იტალიელმა კეროლ მალტესიმ მხოლოდ 26 წელი იცოცხლა, იგი სექს- პარტნიორის მსხვერპლი გახდა. როდესაც მამაკაცი გაასამართლეს მისი მკვლელობის გამო, მან აღნიშნა, რომ ეროტიკული თამაშების დროს მოულოდნელად გაბრაზდა. ჯერ ჩაქუჩით დაარტყა გოგონას თავში, შემდეგ ყელი გამოჭრა და ბოლოს დაანაწევრა. კეროლის საშინელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო არა მხოლოდ მისი ოჯახი, არამედ მისი თაყვანისმცმელებიც, რომლებიც ვარსკვლავს სრულიად განსხვავებული სახელით იცნობდნენ. შარლოტა ენჯი - ეს ის ფსევდონიმია, რომელიც მას პორნოში გადაღებაზე იყენებდა და სწორედ ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებმა ამოიცნეს ის ტატუებით. რეივენ ალექსისი (ლინდა ენ ჰოპკინსი)-რეივენი გარდაიცვალა 2022 წლის 23 მარტს ლას ვეგასში. მიზეზი, მისი მეუღლის თქმით, ინფექცია იყო. მან არ დააკონკრეტა რომელი, მაგრამ ცნობილია, რომ მსახიობი კრონის დაავადებით იტანჯებოდა- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ქრონიკული ანთება. პორნოვარსკვლავი 35 წლის იყო და მათგან მხოლოდ ოთხი წელი დაუთმო ზრდასრულთა ფილმებს, მაგრამ მან მოახერხა არა მხოლოდ მრავალი თაყვანისმცემლის სიყვარულის მოპოვება, არამედ დაიმსახურა რამდენიმე პროფესიული ჯილდოც. 527 2-ს მოსწონს
|