x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამისთვის ღმერთს მადლობას ხშირად ვეუბნები…" - რისთვის უხდის მადლობას ღმერთს ირაკლი ოქრუაშვილი

image


რუსეთ - უკრაინის ომიდან დროებით ქვეყანაში დაბრუნებული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"სასწაულ დროში მოუწია ჩემს თაობას ცხოვრება და ამისთვის ღმერთს მადლობას ხშირად ვეუბნები. მოვესწარით საბჭოთა სიმახინჯეებსაც, ბოროტების იმპერის დაშლასაც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ყველანაირ ომს, ვარდების რევოლუციას და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან კრახს.


მალე რუსეთის დაშლასაც მოვესწრებით ისე კარგად მიდის ყველაფერი.


ტყვია ადამიანის თავში ბევრ რამეს ცვლის, მაშინაც კი, როდესაც საჯდომში ხვდება.


მოდით, გაუმარჯოს იმ კაცს, რომელმაც "მასკვას" ჩასაძირი რაკეტების პულტს ხელი "გამოჰკრა". - ვკითხულობთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბქუპოსტში.


შეგახსენებთ, რომ პუტინის სიამაყე - კრეისერი "მოსკოვი" ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. რუსული "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, "სამხედრო ხომალდი, რომელიც საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა", ბუქსირებისას ჩაიძირა.


სინამდვილეში კი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციით რუსულ ხომალდ "მოსკვას" 2 უკრაინული რაკეტა - "ნეფტუნი" მოხვდა.


როგორც მაღალჩინოსანმა "CNN"-თან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ამ რაკეტებით თავდასხმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც, კრეისერი ზღვის ფსკერზე დაეშვა.





0
245
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
245