x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ტიტანიკის" ჩაძირვის დროს დაბადებული კიმ ირ სენი - საინტერესო ფაქტები
image

110 წლის წინ, 1912 წლის 15 აპრილს დაიბადა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი და მისი პირველი ლიდერი 1948 წლიდან 1994 წლამდე. კორეული მარქსიზმის, "ჩუჩხეს" დამაარსებელი კიმ ირ სენი.



კიმ ირ სენის ბიოგრაფია მოცულია მითებითა და ლეგენდებით, ამიტომ საკმაოდ რთულია "ტიტანიკის" ჩაძირვის დღეს დაბადებული კორეელი დიქტატორის ბიოგრაფიაში გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა მითი, თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესო ფაქტების შედგენის დროს გამოყენებულია სანდრო წყაროები.




1) საბანი ბეღურების ბუმბულისგან-1992 წელს ქვეყანა კიმ ირ სენის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა, მისმა ვაჟმა კიმ ჩენ ირმა გადაწყვიტა მისთვის ბეღურის ბუმბულისგან დამზადებული საბანი ეჩუქებინა და არა ნებისმიერი ბეღურის ბუმბულისგან, არამედ მხოლოდ ე.წ. ყელიანი ბეღურის -რომელიც განსაკუთრებული რბილი ბუმბულით გამოირჩევა. ბუმბულის შესაგროვებლად მან ჩრდილოეთ კორეის მთელ მოსახლეობას ბეღურებზე ნადირობისკენ მოუწოდა.


ხუთ თვეში 700 ათასამდე ჩიტი დახოცეს და დიდმა ბელადმა საბანი მიიღო საჩუქრად.


image

2) დიდი ბელადის "დარგული" ალვის ხე-ერთობლივი უსაფრთხოების ზონა არის მონაკვეთი ორ კორეას შორის საზღვარზე, სადაც მიმდინარეობს ყველა მოლაპარაკება და არსებობს მკაცრი შეზღუდვები ორივე მხარის შეიარაღებულ პირთა რაოდენობაზე.


1976 წლის 18 აგვისტოს ამერიკელებმა და სამხრეთ კორეელებმა გადაწყვიტეს მოეჭრათ ალვის ხის ტოტები, რომლებიც ზაფხულში ბლოკავდა ხედს საკონტროლო და სადამკვირვებლო პუნქტებს შორის. ოპერაციის დაწყებიდანვე მალევე გამოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები და სამუშაოს შეწყვეტა მოითხოვეს, ვინაიდან მათი თქმით ეს ხე, სავარაუდოდ, პირადად კიმ ირ სენმა დარგო და გაზარდა. უარის თქმის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ და მოკლეს ორი ამერიკელი ოფიცერი .


ამ ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ, ამერიკულმა საინჟინრო ოცეულმა და სამხრეთ კორეის სპეცრაზმმა, ვერტმფრენებით საჰაერო მხარდამჭერით, ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ალვის ხის მოჭრის ოპერაცია, რომელსაც 42 წუთი დასჭირდა.

image


3)სიბერეში აკრძალული იყო მარჯვენა მხრიდან ფოტოს გადაღება-ასეთი უჩვეულო აკრძალვის მიზეზი კისერზე უცნობი წარმოშობის ჩოგბურთის ბურთის ზომის სიმსივნე იყო, რომლის პროგრესიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სიბერეში დაეწყო.ამის გამო ყველა ფოტო ამოიღეს, რომელიც მარჯვენა მხრიდან იყო გადაღებული. კიმ ირ სენის გარდაცვალებაც საიდუმლოებით არის მოცული - ოფიციალური ვერსიით, ის გარდაიცვალა გულის შეტევით 1994 წლის 8 ივლისს, მაგრამ ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სიკვდილი კისერზე წარუმატებელმა ოპერაციამ გამოიწვია . ასეა თუ ისე, ოფიციალურ ფხენიანს არასოდეს გაუკეთებია განცხადება სიმსივნის შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ცხედრის მავზოლეუმში მოთავსებამდე უცებ გაქრა. დღემდე სულ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი, სადაც კიმ ირ სენის სიმსივნე ჩანს, რომლებიც უცხოელი კორსეპონდენტების გადაღებულია

image


4)მარადიული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას საიქიოდან „მართავს“-1998 წლის 5 სექტემბერს, "დიდი ბელადის" ხსოვნის უკდავსაყოფად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომელიც მიხედვითაც იგი სიკვდილის შემდეგ გამოცხადებულია კორეის მარადიულ პრეზიდენტად, რომელიც ქვეყანას საიქიოდან „მართავს“.


თანამდებობა არ გულისხმობს რეალურ უფლებამოსილებებს, მაგრამ ატარებს საპატიო წოდების მნიშვნელობას, ფორმალურად კიმ ირ სენი კვლავ ჩრდილოეთ კორეის მეთაურია.


image



5) დიდი ბელადის შვილი სსრკ-ში დაიბადა-1940 წელს საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის ფრონტის წარმომადგენლის მიწვევით, კიმ ირ სენი თავისი პარტიზანული რაზმით გაემგზავრა ხაბაროვსკში.


სსრკ-ში აჯანყებულებმა მოითხოვეს კომინტერნის მხარდაჭერა და მიიღეს საკუთარი ბაზა უსურიისკის მახლობლად. იქ კიმ ირ სენი შეხვდა თავის მეუღლეს კიმ ჩენ სუკს. საბჭოთა და ჩინური დოკუმენტების მიხედვით, 1941 წლის 16 თებერვალს წყვილს შეეძინა ვაჟი, კიმ ჩენ ირი, რომელსაც დაბადებისას იური ირსენოვიჩ კიმი დაარქვეს. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის წყაროების თანახმად, კიმ ჩენ ირი ერთი წლის შემდეგ დაიბადა ყველაზე მაღალი მთის პაექტუსანის ძირში, საიდუმლო პარტიზანულ ბანაკში.

image



6) კიმ ირ სენი ფესევდონიმია-“მისი ნამდვილი სახელია კიმ სონ-ჩჟუ, რაც კორეულ ენაზე ნიშნავს "ვიყო დასაყრდენს" ნიშნავს. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ. კორეა იაპონიამ შეიერთა, რის გამოც კიმის ოჯახი მანჯურიაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ, მოზარდი, კიმი შეუერთდა იატაკქვეშა მარქსისტულ წრეს, რა დროსაც დაირქვა სხვადასხვა მეტსახელები: ხან ბერი ( "დილის ვარსკვლავი"), ჩანსუნგი ( "უფროსი შვილიშვილი"), ტონ მენი ( "შუქი აღმოსავლეთიდან").


17 წლის ასაკში კიმი შეუერთდა პარტიზანულ ანტიიაპონურ მოძრაობას, სწორედ მაშინ დაიწყო ფსევდონიმი კიმ ირ სენის გამოყენება ("ამომავალი მზე"). ერთი ვერსიით, ასეთი არჩევანი შემთხვევით არ გაკეთდა, არამედ ცნობილი კორეელი პატრიოტის პატივსაცემად, რომელიც იაპონელებმა მოკლეს.


image


7)კულტი-„დიდი ბელადის“ ფიგურის და შემდეგ მისი ვაჟის ირგვლივ, პიროვნების უზარმაზარი კულტი დამკვიდრდა.

კიმ ირ სენს ერის მზეს, სამშობლოს გაერთიანების შუქურას უწოდებენ. მისი პორტრეტი უნდა იყოს წარმოდგენილი საცხოვრებელ კორპუსებში, ბინებში, საჯარო დაწესებულებებში, ქარხნების შესასვლელთან, მეტროში, რკინიგზის სადგურებში და ა.შ. პორტრეტის დაზიანებისთვის არის მძიმე სისხლის სამართლის სასჯელი.

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე კიმ ირ სენის 500-ზე მეტი ძეგლი არის დადგმული, სავალდებულოა მისი ციტატებიხ ზეპირად ცოდნა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა იყენებს სპეციალურ "ჩუხჩეს"კალენდარს, რომელიც იწყება კიმ ირ სენის დაბადების წლიდან (1912), ხოლო მისი დაბადების დღე (15 აპრილი) აღინიშნება, როგორც სახალხო დღესასწაული სახელწოდებით "მზის დღე".

image

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0