მუსიკა უკრაინის გამო ჯონ ლენონის შვილმა ფიცი გატეხა 2022, 14 აპრილი, 23:09 1971 წელს ჯონ ლენონმა ჩაწერა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Imagine, რომელიც სწრაფად შეიყვარეს მთელ მსოფლიოში. თითქმის ათი წლის შემდეგ, ლენონისა და ჩეპმენის შეხვედრამდე სულ რაღაც 12 დღით ადრე, სიმღერა ხელახლა ჩაიწერა და გადაიღეს ახალი სრულფასოვანი კლიპი. წლების განმავლობაში, Imagine იქცა ნამდვილ ომის საწინააღმდეგო ჰიმნად. „ვგრძნობდი, რომ, როგორც პიროვნებას და როგორც ხელოვანს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია უნდა მქონოდა. რატომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ? იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. და ასევე იმიტომ, რომ სიმღერის ტექსტი ასახავს ჩვენს კოლექტიურ სურვილს მსოფლიო მშვიდობისკენ. ამ სიმღერით ჩვენ გადავდივართ სივრცეში, სადაც სიყვარული და ერთიანობა ჩვენი საერთო რეალობა ხდება. ეს სიმღერა გვირაბის ბოლოს შუქს ასახავს, რომლის იმედიც ყველას გვაქვს“, - განმარტა ჯულიანმა თავისი მოქმედება. ჯულიანმა ასევე თქვა, რომ სიმღერის არჩევანი იმითაც არის განპირობებული, რომ, მისი აზრით, კომპოზიცია გადმოსცემს იმ მწუხარებას, რომელიც უკრაინას დაატყდა თავს. მან იმედი გამოთქვა, რომ მამის თაყვანისმცემლები, რომლებიც მას მოუსმენდნენ შეძლებდნენ სისხლისღვრის შეჩერებას. ეს ხომ მხოლოდ სიმღერა არ არის, არამედ მშვიდობის ჰიმნია. ჯონ ლენონის შვილის Imagine-ის შესრულებაც ერთგვარი ისტორიული მოვლენაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დაეხმარება მათ, ვინც ეს სულელური ომი წამოიწყო, გონს მოეგოს, მაგრამ ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია.569 1-ს მოსწონს
|