საზოგადოება თემურ ბაბლუანის 9 გენიალური ფრაზა 2022, 14 აპრილი, 15:28
იხილეთ თემურ ბაბლუანის 9 გენიალური ფრაზა:
1.“ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება. რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადე.”
2."რად გინდა ეგ მანუშაკა, რაში გჭირდებაო? - იმან მკითხა, ცეცხლისფერი თმა რომ ჰქონდა. სულ ერთი სიტყვა მეყო პასუხის გასაცემად - მიყვარს-მეთქი.”
3.“ღმერთო ჩემო, ნეტა რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით-მეთქი?” 4.“ღმერთო, თუ მართლა არსებობ, რას ერჩი ამ შენს გაჩენილ ადამიანებს-მეთქი?” 5.“აღმოვაჩინე, რომ თავისუფლებაზე ფიქრი გაუცნობიერებელ შიშს მგვრიდა, შიშს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, მაგრამ დავიწყებულისა და გაუცხოებულის მიმართ.” 6.“ოთხი წლის ვიყავი როცა დედამ მიგვატოვა. მახსოვს, სულ კარებისკენ ვიყურებოდი და ველოდებოდი, მაგრამ მერე, როცა მამაჩემმა კარი სხვა ფერის საღებავით გადაღება, მოლოდინის ის სასიამოვნო განცდაც გაქრა.” 7.“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემს განვლილ ცხოვრებაში მარტო განცდებით მივიღე მონაწილეობა და სხვა დანარჩენის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს.” 8.“მანუშაკას მადლიერებაზე ვფიქრობდი, ყველაფრის მიუხედავად, ის მადლიერება არ იყო საფუძველს მოკლებული. თავისი მონური სიმართლე ჰქონდა და სწორედ ეს მონური სიმართლე მწვავდა გულს.” 9.“ერთი მთვრალი მხატვრის ნათქვამი გამახსენდა, ქიტიას დუქანში ქეიფობდა -მე სამშობლო მაშინ მიყვარს, როცა მაქებენ და ტაშს მიკრავენ, ვინმემ " კალაშნიკონოვი " რომ მომცეს და მითხრას, წადი, სამშობლოს თავი შესწირეო, ვეტყვი, შენი დედაც და შენი სამშობლოსიც- მეთქი.” 146 2-ს მოსწონს
|