x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტესტი: რამდენად სწორად წერთ და საუბრობთ?
image

წელს 14 აპრილს უკვე 32-ჯერ ავღნიშნავთ "ქართული ენის დღეს", რომელიც 1990 წელს დაწესდა და, რომელიც 1978 წლის გადმოძახილი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირში ახალი კონსტიტუციის ჩასწორებული ვარიანტის მიხედვით ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა და მხოლოდ რუსული რჩებოდა.


ამ ამბავს მოჰყვა თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამავე დღეს შეტაკება მოხდა საბჭოთა ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.



საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას მხოლოდ ორი გამოსავალი ჰქონდა — სისხლისღვრა ან დათმობა, მოსკოვმა მეორე ვარიანტი არჩია.

ამის შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყვეს, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური საკითხი დათმობა მოუწია საქართველოს ხელისუფლებას.


სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”-წერდა დიდი ილია მართალი.


დღევანდელ ქვიზი "რომელია სწორი ფორმა?"აგებულია იმ ტიპიურ გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უმეტესობა უშვებს, სულ 20 კითხვაა ორი სავარაუდო პასუხით.


3
1007
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1007
  
2022, 22 ივლისი, 14:02
წინათქმაშივე, იმდენი შეცდომაა, რომ მოცელავს ,,კაცს" და ცხადია, აღარ ღირს ნაჯღაბნის წაკითხვა.

შეცდომაა - "32-ჯერ ავღნიშნავთ". სწორია - 32-ჯერ აღვნიშნავთ;

შეცდომაა - "ქართული ენის დღეს", რომელიც. სწორია ქართული ენის დღეს, რაც.

ასეთი ტექსტებით აღინიშნება ქართული ენის დღე!?
წერეთ სწორად, ან საერთოდ ნუ დაწერთ. ,,რა ენა წახდეს, ერი გადაგვარდესო".
2022, 1 მაისი, 13:58
მადლობთ,ახლა გადავამოწმე ტესტი და მართლა შეცდომით ყოფილა..უკვე გასწორებულია!
სწორია ნევროზი და არა ნერვოზი
0 1 3