რელიგია ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე 2022, 19 აპრილი, 9:15 სარკის დახმარებით მეცნიერებმა «ღმერთის სახის» დანახვა შეძლეს. ორგანიზაციამ სახელწოდებით – The Mirror of the Sacred Scriptures and Paintings World Foundation (წმინდა ტექსტების და სურათების მსოფლიო ფონდი) ლეონარდო და ვინჩის ფერწერის და გრაფიკის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ისინი ამტკიცებენ, რომ ლეონარდო და ვინჩმა სარკის გამოყენებით, თავის ნამუშევრებში ძველი აღქმის ღმერთი იეჰოვა და სხვა საკრალური ნივთები დაშიფრა. აღნიშნული ორგანიზაციის ავტორები იმასაც ამტკიცებენ, რომ მხატვრის მიერ სარკის გამოყენება ხსნის, თუ რატომ იყურებიან მის ნახატებზე პერსონაჟები სიცარიელეში და არ უყურებენ სხვა ობიექტებს. მაგ., ცნობილ ტილოზე «მადონა და ბავშვი, წმინდა ანასთან და პატარა იოანე ნათლისმცემელთან ერთად», იოანე ჩვილს კი არა, ღმერთის სახეს უყურებს. მსგავსი გამოსახულების შერჩევა შეიძლება, თუ «მონა ლიზას» რეპროდუქციას სარკის საშუალებით დავათვალიერებთ — საოცარი სახე გამოდის ქალის მარჯვენა ხელის მიდამოში. «საიდუმლო სერობაზე» კი, შეიძლება გადმობრუნებული წმინდა გრაალის ნახვა. ხოლო, «იოანე ნათლისმცემლის» სურათი, რომელზეც წმინდანი ახალგაზრდა მამაკაცის სახით არის წარმოდგენილი, რეალურად, მისტიკურ, ოთხფეხა არსებას — ადამიანის შექმნის სიმბოლოს და ასევე, სამოთხის ხე მალავს. ეს აშკარა, სურათზე სარკის იმ ხაზზე მიდებით ხდება, რომელიც წინასწარმეტყველის თვალებს შორის გადის. არხის სხვა სიახლეები:* 5 ფაქტი ფასდაუდებელი ძეგლების განადგურების შესახებ* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ* თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი* როგორ ცდილობდნენ სტალინის მოკვლას?* 20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები* 20 დამთხვევა, რომლის ფოტოს გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ2550 3-ს მოსწონს
|