x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რუსეთმა შეიარაღება გადაისროლა ფინეთის საზღვრისკენ მას შემდეგ, რაც ფინეთმა "ნატოში" გაწევრიანება დააპირა(ვიდეო)
image

რუსული მძიმე შეიარაღება, მათ შორის სარაკეტო სისტემები, ფინეთის საზღვრისკენ მიიწევს რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსეთმა გააფრთხილა თავისი ჩრდილოელი მეზობელი არ გაწევრიანდეს "ნატოში".


გუშინ ღამით ატვირთული ვიდეო გვიჩვენებს, რომ სავარაუდოდ ორი რუსული სანაპირო სარაკეტო სისტემა მოძრაობს ჰელსინკისკენ მიმავალ გზატკეცილზე, ფინეთის საზღვრის გასწვრივ. იქვე ჩანს ფინეთის დედაქალაქის მიმანიშნებელი აბრა.


სარაკეტო სისტემები, არის სავარაუდოდ მობილური სანაპირო თავდაცვის კომპლექსი К-300П «Бастион-П»", რომელიც შექმნილია სამხედრო საზღვაო ხომალდების და საჰაერო ავიამზიდების განადგურების მიზნით.

image


რუსული ჯარების გადაადგილება მოხდა მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ის ელის, რომ მისი მთავრობა „დაამთავრებს დისკუსიას ზაფხულის შუა რიცხვებამდე“ შეიტანოს თუ არა განაცხადი "ნატოში" გაწევრიანებაზე.

image

ფინური კვლევითი კომპანიის ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ფინელების 84% რუსეთს "სერიოზულ სამხედრო საფრთხედ" მიიჩნევს, რაც 25%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.


საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ევფემისტურად გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი, რომ ეს ნაბიჯი „არ გააუმჯობესებს“ უსაფრთხოების ვითარებას ევროპაში, ხოლო მოსკოველმა დეპუტატმა ვლადიმერ ჯაბაროვმა უფრო უხეშად დაამატა, რომ ეს ნიშნავს „ქვეყნის განადგურებას“.


„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ალიანსი რჩება კონფრონტაციის ინსტრუმენტად და მისი შემდგომი გაფართოება არ მოუტანს სტაბილურობას ევროპის კონტინენტს“, - განაცხადა პესკოვმა.


აპრილის პირველ რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ „როგორც [ნატოში] გაწევრიანება, ასევე არ შესვლა არის არჩევანი, რომელსაც მოჰყვება გართულებები.




"ჩვენ უნდა შევაფასოთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიზანი: შევინარჩუნოთ ფინეთი და ფინელები ყველა სიტუაციაში. მარინმა დასძინა, რომ ფინეთის ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან შეუქცევად შეიცვალა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ და „ნდობის აღდგენას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება“.

0
669
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0