x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აღიძრება თუ არა საქმე რონალდუს წინააღმდეგ ხულიგნობის და ქონების დაზიანების მუხლით?(ვიდეო)
image

მერსისაიდის პოლიციამ დაიწყო იმ ინციდენტის გამოძიება, რომელიც " მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ჩაიდინა.


როგორც ცნობილია, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "ევერტონის" გულშემეატკივარს მობილური ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და ძირს დაახეთქა.


ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მოწმეებს მიმართეს მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ როდესაც პორტუგალიელი "გუდისონ პარკის" სტადიონზე კოჭლობით მიემართებოდა გვირაბისკენ "ევერტონთან " 1:0 წაგების შემდეგ, გულშემატკივარს ხელიდან წაგლიჯა ტელეფონი და ძირს დაახეთქა .



მოგვიანებით რონალდუმ ბოდიში მოიხადა სოციალურ ქსელში მისი "გამოხტომისთვის" და ის გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე თამაშის საყურებლად მიიწვია:


"მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი გამოხტომისთვის და, თუ შესაძლებელია, კეთილსინდისიერებისა და სპორტული პრინციპების ნიშნად, ეს გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე დავპატიჟო“-დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ


„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონტაქტში ვართ "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" საფეხბურთო კლუბებთან გუდისონში "ევერტონი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო მატჩზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ შეტყობინებების შემდეგ."-განაცხადა მერსისაიდის პოლიციის სპიკერმა.


"როდესაც ფეხბურთელები ტოვებდნენ მოედანს 14:30 წუთზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭს ერთ-ერთი სტუმარი გუნდის წევრი დაესხა თავს, როდესაც ისინი ტოვებდნენ მოედანს."


„გამოძიებები მიმდინარეობს და ოფიცრები ამჟამად მუშაობენ "ევერტონის" საფეხბურთო კლუბთან, რათა ამოიღონ კადრები სათვალთვალო კამერიდან და ჩაატარონ თვითმხილველების გამოკითხვა, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა დანაშაული.


„ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ, სთხოვენ დაუკავშირდეს მერსისაიდის პოლიციის სოციალური მედიის სამსახურს Twitter @MerPolCC ან Facebook Merseyside Police საკონტაქტო ცენტრის მითითებით"-ნათქვამია განცხადებაში.

0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0