შიდა ქართლი 2004 წელს იაგო ნებიერიძეს მიერ სავარაუდოდ, მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი ნაპოვნია 2022, 10 აპრილი, 17:03
როგორც ირკვევა დაკარგული მოზარდის ნათესავები ციხეში იაგო ნებიერიძეს, დედის მეშვეობით დაუკავშირდნენ, პატიმარმა ნეშტის ადგილსამყოფელი როგორც იქნა, 18 წლის შემდეგ დაასახელა.ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას მიაკვლიეს.
ფოტოზე:ადგილი, სადაც ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი აღმოაჩინეს
არა და მანამდეც, 2018 წელსაც აღიარა იაგო ნებიერიძემ 11 წლის ბიჭუნას მკვლელობა, მაგრამ სამართალდამცავებს მაშინ ცრუ ადგილი- გორის კულტურისა და დასვენების პარკი მიუთითა, რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს. 2004 წელს ზაქრო ბერძნიშვილი 11 წლის იყო. 1 ნოემბერს ის სათამაშოდ ეზოში ჩავიდა. ამ დროს ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე მუშაობდა. ნებიერიძე ბერძნიშვილების ოჯახსა და 11 წლის ზაქროსთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც ენდობოდა. 1 ნოემბრის საღამოს, ზაქრომ სახლში ასვლა რომ დააგვიანა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ. ბავშვის დაკარგვიდან მესამე დღეს სამართალდამცავებმა კინოლოგებიც მიიყვანეს. გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაკარგა. ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. გატაცებული ბავშვის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ წერილი იაგო ნებიერიძის მიერ იყო დაწერილი. " იცით როგორ იყო? წერილი ჰქონდა დაწერილი, სადაც წერდა დაკარგული ბავშვის მშობლებს, თუ გინდა გაიგოთ თქვენი შვილი სად არის, 20 000$ უნდა მომცეთო. თქვენს სადარბაზოსთან ვდგავარ და ჩამომიგდეთ ასანთის კოლოფითო და თავისი ნამდვილი სახელი და გვარი ეწერა ბოლოში, თუმცა მერე მიუწერია, რომ გორელი არ ვარ, ჩამოსული ვარო. ეს წერილი ბოშა ბავშვისთვის გაუტანებია. მან სინამდვილეში არაფერი იცოდა დაკარგული 11 წლის ბავშვის შესახებ, უბრალოდ, გაიგო ეს ამბავი და ფული მოსთხოვა ოჯახს."-ამტკიცებდა მაშინ დედამისი ნუნუ გრიგალაშვილი. შეგახსენებთ, იაგო ნებიერიძე მთავარი ფიგურანტია 2018 წელს, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეში. გოგონას მკვლელობასა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში სწორედ იაგო ნებიერიძეს დაუმტკიცდა ბრალი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.სწორედ მაშინ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას წლების კიდევ სხვა ბავშვი ჰყავდა მოკლული, -ზაქრო ბერძნიშვილი. 106 2-ს მოსწონს
|