x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რატომ აძლიერებს ბირთვულ არსენალს ჩინეთი?
image
ჩინეთი გეგმავს თავისი ბირთვული არსენალის გაძლიერებას, როგორც გზას, რათა, შეაჩეროს აშშ უშუალო ჩარევა ტაივანთან კონფლიქტში. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ჩინეთის ხელმძღვანელობის პოზიციაზე გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.


მანამდე შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა მხარდაჭერა კუნძულის სახელმწიფოსთვის, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. პენტაგონი ელის, რომ ჩინეთი ათწლეულის ბოლომდე გაზრდის ქობინების რაოდენობას რამდენიმე ასეულიდან ათასამდე.


ამერიკელი სამხედროები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთის ქმედებები შეიძლება მიუთითებდეს მოულოდნელი ბირთვული დარტყმის განხორციელების სურვილზე. ამასთან, გაზეთის წყაროების ცნობით, პეკინი ჯერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.


თანამოსაუბრეებმა დაამატეს, რომ ჩინეთის ხელისუფლება აპირებს შეინარჩუნოს არსენალი, რომელიც აუცილებელია ჩინეთის ინტერესების უზრუნველსაყოფად. მსგავსი განცხადება უკვე გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა.



გაზეთის ცნობით, ჩინელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ მათი ბირთვული იარაღი მოძველებულია აშშ-სთან დაპირისპირებაში გამოსაყენებლად.


მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაფასა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული დაპირისპირება. პოლიტიკოსის თქმით, აშშ-ს აქვს ყველაზე ძლიერი ბირთვული არსენალი. რეალური ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, ამერიკას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, "ვინც იცის როგორ უპასუხოს და არა უბრალოდ თქვას: "ოი, იქ ბირთვული იარაღია".

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0