ფოტოგრაფია ნაკლებად ცნობილი, გასაოცარი ისტორიული ფოტოები, რომლებიც ცოტა ვინმეს თუ უნახავს 2022, 8 აპრილი, 19:13 ![ნაკლებად ცნობილი, გასაოცარი
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ცოტა
ვინმეს თუ უნახავს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202204/2022040815244686669.jpg)
საოცარი, ისტორიული ფოტოების მორიგი სერია ამჯერად, იმის შესახებ მოგითხრობთ თუ როგორ სწრაფად იცვლება წლებთან ერთად ჩვენი სამყაროც. ათწლეულები მიფრინავს, მასთან ერთად კი გეოგრაფიული და პოლიტიკური რუკაც იცვლება, ადამიანები იბადებიან და იღუპებიან, წარსულის შესახებ კი რაც მეხსიერებაში გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ - ფოტოებია. თქვენ წინაშეა 18 ადამიანის წინაშე მომღერალი "ბიტლები" წელიწადნახევრით ადრე, სანამ მსოფლიო აღირებას მოიპოვებდნენ, ისტორიაში პირველი ტელეობიექტივი, მრავალბინიანი კორპუსის გადატანა და სხვა კიდევ არაერთი განსაცვიფრებელი ისტორიული მოვლენის ამსახველი ფოტოსურათი, რომელიც სხვადასხვა ეპოქასა და მოვლენას მოიცავს.
სტრიპტიზიორი ტორონტოს საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზში, 1970-იანი წლების ბოლო
წინადაცვეთა ან სიკვდილი: ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, პაკისტანელი ჯარისკაცი ამოწმებს არის თუ არა მამაკაცი (ანუ ინდუსია თუ არა) წინადაცვეთილი, 1971 წელი
1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს პიკნიკი გზატკეცილზე
ძლიერი შემხვედრი ქარის გამო, სადესანტო თვითმფრინავი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რომელიც იქვე, ასაფრენ ბილიკთან იყო გაჩერებული, 1976 წელი
სპილბერგი "ინდიანა ჯონსის" შესახებ პირველი ფილმის გადაღების დროს, 1980 წელი
სათვალე, რომელიც ჯონ ლენონს მკვლელობის დღეს ეკეთა, 1980 წელი
პირველი ინდური თანამგზავრის ტრანსპორტირება, 1981 წელი
ფერადკანიანი პოლიციელი რასისტული "KKK" - ის ორგანიზაციის წევრებს მომიტინგეებისგან იცავს, 1983 წელი
7600 ტონიანი საცხოვრებელი კორპუსის გადატანა, რომელიც რუმინეთის ქალაქ ალბა - იულიას ბულვარის მოსაპირკეთებლად განხორციელდა, 1987 წელი
ჰანა სტილი - 1746 წელს დაიბადა, სურათი კი 1840 წელს იქნა გადაღებული. სავარაუდოდ, ის არის პირველი ყველაზე ხანდაზმული ქალი, ვისაც ფოტო გადაუღეს, თუკი ეს ყოველივე სიმართლეა, მაშინ ფოტოზე ჰანა 94 წლის არის, გამოდის რომ იმ პერიოდში ადამიანები 100 წლამდე სრულიად მშვიდად ცხოვრობდნენ?
ბუნების ცნობილი დამცველი, ანიმალისტი და ბიოლოგი კარლ ეიკლი მოკლულ ლეოპარდთან ერთად, მეცნიერმა შიშველი ხელებით მტაცებელი ცხოველი სიცოცხლეს მაშინ გამოასალმა, როდესაც ის მას თავს დაესხა, 1896 წელი
მსოფლიოში პირველი ტელეობიექტივი, 1900 წელი
ბრიტანეთის მეფის ჯორჯ V - ის კარეტას ადევნებული ღატაკი ფულის თხოვნისას, 1920 წელი
"ფიატის"-ის მუშები ტურინში, კომპანიის პირველი ქარხნის სახურავზე რბოლაში მონაწილეობისას, იტალია, 1923 წელი
შიშველი მოზარდები, რომლებიც პოლიციელ - ქალს ხელიდან გაუსხლტნენ, ჰაიდ - პარკი, ლონდონი, 1926 წელი
![ნაკლებად ცნობილი, გასაოცარი
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ცოტა
ვინმეს თუ უნახავს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202204/2022040818175886669.jpg)
ოპიუმის მწეველთა თავშეყრის ადგილი სინგაპურში, 1941 წელი
ასე გამოიყურებოდა პილოტაჟური მოწყობილობა 1942 წელს
პირველი 5 მბ მყარი დისკის ჩატვირთვა "PanAm"-ის თვითმფრინავში, 1965 წელი
![ნაკლებად ცნობილი, გასაოცარი
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ცოტა
ვინმეს თუ უნახავს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202204/2022040818232886669.jpg)
ოდრი ჰეპბერნი საყიდლებზე საყვარელ ცხოველთან ერთად, 1958 წელი
მოძრავი აუზი ნიუ - იორკში, 1960 წელი
ჩე გევარა და ფიდელ კასტრო თევზაობისას, 1960 წელი
სასადილო კომპანია "დისნეის" თანამშრომლებისთვის, 1961 წელი
1961 წლის დეკემბერში ოლდერშოტის მოკრძალებულ კლუბში, "ბიტლები" მხოლოდ 18 ადამიანისთვის მღეროდნენ, წელიწადნახევარში კი ისინი უკვე სუპერვარსკვლავები გახდნენ
დილის მატარებელი, იაპონია, 1964 წელი
პრაღა 1968 წლის გაზაფხული: საბჭოთა ჯარისკაცი მისდევს ბიჭს, რომელიც ტანკს ქვებს ესვროდა, 1968 წელი
მამაკაცი ახალ კომპიუტერულ მოდელზე მუშაობისას, 1968 წელი
ბენიტო მუსოლინისა და იტალიის ფაშისტური პარტიის შტაბი, 1934 წელი
|