x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პინკ ფლოიდმა" უკრაინის მხარდასაჭერად, 1994 წლის შემდეგ პირველი სიმღერა ჩაწერა (ვიდეო)
image

ბრიტანული როკ ჯგუფის Pink Floyd-ის წევრებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ პირველად თითქმის 30 წლის შემდეგ, რათა ჩაეწერათ უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა.



დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი, ჯგუფის ორი დიდი ხნის წევრი გაერთიანდნენ კომპოზიტორთან/სცენართან/რეჟისორთან ნიტინ სოუნთან და ბასისტ გაი პრატთან და ჩაწერეს კომპოზიცია Hey Hey Rise Up! ეს არის ჯგუფის პირველ ჩანაწერში 1994 წლის ალბომის "The Division Bell-ის შემდეგ, მუსიკოსებმა გამოიყენეს უკრაინელი შემსრულებლის, Boombox როკ ჯგუფის წევრის, ანდრეი ხლივნიუკის ვოკალი, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც ის ასრულებს ცნობილ საპროტესტო სიმღერას ""Ой у лузі червона калина“(„ოჰ, მდელოზე წითელი ძახველია“) კიევში სოფიას მოედანზე . ამ სიმღერის ბოლო სტრიქონი დაერქვა "პინკ- ფლოიდის" ახალ ტრეკს. გილმორის თქმით, რომელსაც ჰყავს უკრაინელი რძალი, ხლივნიუკის გამოსვლა კიევში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აიძულა დაეწერა ახალი სიმღერა.


image


მრავალი წლის განმავლობაში, გილმორი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მეისონის და როჯერ უოტერსის, ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის ორი წევრის (სიდ ბარეტის გარდა) დარწმუნებას, აღედგინათ "პინკ ფლოიდი".


რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საბოლოოდ აიძულა გადაეფიქრებინა ეს იდეა. „ჩვენ, როგორც ბევრმა, განვიცადეთ გაბრაზება და იმედგაცრუება ამ საზიზღარი აქტის გამო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ძალა შეიჭრა დამოუკიდებელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში და ამოხოცა მოსახლეობა“, - თქვა გილმორმა.

image

"იმედი მაქვს, რომ მას დიდი მხარდაჭერა ექნება და სიმღერა მთელ მსოფლიოში გახდება ცნობილი", - დასძინა გილმორმა.


Pink Floyd-ი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, მთლიანად მთელს მსოფლიოში ჯგუფს გაყიდული აქვს 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის მათ 1973 წლის ჩანაწერს The Dark Side of the Moon-ს #6 ადგილი უკავია "მსოფლიოს ყველა დროის გაყიდვად"( best-selling albums)სიაში, 44 მილიონი ასლით.


0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0