x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელიც დაჭრილი რუსი ჯარისკაცის დახვრეტაში მონაწილეობდა?(ვიდეო)
image

გუშინ გამოცემა New York Times -გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც უკრაინელი სამხედროების მიერ დაჭრილი რუსი ტყვეს დახვრეტა არის ასახული კიევის მახლობლად. რა თქმა უნდა, ეს ამბავი უმალ გააზიარეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და სხვა უცხოურმა გამოცემებმა, მათ შორის CNN-მა, ბრიტანულმა The Guardian-მა და BBC-იმ.


ამ უკანასკნელმა გამოცემამ საკუთარი გამოძიებაც კი ჩაატარა და დაასკვნა შემდეგი რამ:

1)გადაღების ადგილი-ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს მოხდა კიევის დასავლეთით, სოფელ დმიტროვკასთან, მთავარ გზაზე. ეს გზატკეცილი აკავშირებს დმიტროვკას ირპენთან და ბუჩასთან. ვიდეოზე გადაღებული სიტუაცია შეესაბამება გზის იმავე მონაკვეთის Google Street View-დან გადაღებულ სურათს.


image

2)გადაღების დრო- ზუსტი თარიღი ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ სროლა შუადღისას განხორციელდა – ამას მოწმობს გზაზე ჩრდილების მდებარეობა. ამ ვიდეოს პირველი ვერსია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელებში, იქ გამოჩნდა 30 მარტის დილით, ანუ თავად გადაღება განხორციელდა 29 მარტის შუადღეს ან უფრო ადრე.


3)ნამდვილად რუსის ჯარიკაცია?-ამის მტკიცბეულებას თავად ვიდეოში ნათქვამი ფრაზა იძლევა ცხედრების თავზე მდგარი ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს: „აი ისინიც, რუსული ჯარის დამცველები“.


გარდა ამისა, კადრებში ჩანს მიტოვებული ჯავშანტექნიკა, რომლებსაც გვერდზე ასო V აქვს მიხატული - ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რუსულ ტექნიკაზე მიუთითებს.

image

მიწაზე მწოლიარე ორ ადამიანს სახელოებზე თეთრი სამკლაური აქვს, რომელსაც რუსი სამხედროები უკრაინის ზოგიერთ რეგიონში მარკირებად იყენებენ.


4)ნამდვილად უკრაინელები არიან?-ზოგიერთის სამხედრო ფორმაზე ჩანს ცისფერი სამკლაური და შევრონები უკრაინის დროშით, რაც უკრაინული ძალების გამორჩეულ ნიშანს წარმოადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება. ვიდეოში ჯარისკაცები რუსულად საუბრობენ, მაგრამ უკრაინის მხარეზე ბევრი რუსულენოვანი იბრძვის.

image

შუა ვიდეოში კარგად ჩანს წვერებიანი სამხედრო. კიდევ რამდენიმე სამხედროს სახეც კარგად ჩანს. კომპიუტერული პროგრამით გადავამოწმეთ წვერიანი ჯარისკაცის ბიომეტრიული მონაცემები საჯარო დომენში არსებული მონაცემებით და მივედით დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ, ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს უკრაინასთან. თუმცა მის სახელს ვერ დავასახელებთ, რადგან ჯერ არ ვართ ნამდვილად დარწმუნებული, რომ ის არის. ვიღაცის სიტყვებზე "დიდება უკრაინას", წვერიანი კაცი პასუხობს "დიდება გმირებს!", რის შემდეგაც ამხედრო, რომელიც ვიდეოს იღებს ამბობს :"ქართველები..."



თუმცა გამოცემა 360tv.ასახელებს მათ ვინაობას, მათი თქმით ორ უკრიანელთან ერთად ეს არის ქართული ლეგიონის მებრძოლი თეიმურაზ ხიზანიშვილი, რომელიც ხშირად იყო შემჩნეული მიხეილ სააკაშვილის გვერდით.


image

1
902
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
902
  
2022, 8 აპრილი, 12:30
უნდა ჩამოიყვანო და სულ თორნიკე ერისთავი უნდა ურტყა თავში,იქნებ რამე გაიგოს. ყველაფერი მესმის,მაგრამ დაჭრილი ჯარისკაცის მოკვლა რა უბედურება არის. ისიც კარგად მესმის რო ისინიც საშინლად იქცევიან,მარა ქართველი რო ამას აკეთებს არის ძალიან ცუდი. არაფრით არ განსხვავდებიან ასე რუსებისგან და რაღაც იბრძვიან,შერიგდნენ და გადაეხლართონ ერთმანეთს. ცივილიზებული ადამიანი მთავარი მახასიათებელია რთულ სიტუაციაში მშვიდი და ადეკვატური რეაქცია. თუ ეს მართალია,მაშინ რაც დასაწყისში დავწერე ის არის გასაკეთებელი
0 1 1