x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
ყველაზე დიდი პირამიდა მსოფლიოში, ეგვიპტეში არ არის (+ ვიდეო)

ეს მხოლოდ ყველაზე დიდი პირამიდა კი არა, წარსულიდან შემორჩენილი, ყველაზე დიდი ძეგლი, ჩვენთვის ცნობილი ისტორიული ნაგებობებიდან. აქ საუბარი ჩოლულას (ითარგმნება, როგორც «დაკარგულთა ადგილი») დიდ პირამიდაზეზა, რომელიც, შესაბამისად, ჩოლულაში (პუებლა, მექსიკა) მდებარეობს.


imageჩოლულას დიდი პირამიდა


მართალია, დღეს ჩოლულას პირამიდა ბორცვს ჰგავს, რომლის თავზე კათოლიკური სალოცავი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უბრალო ბორცვზე, 1666 წელს ააშენეს... და ის რომ ბორცვი, სინამდვილეში, გრუნტით (თიცის სიმათლე პირამიდაზე, ზოგიერთ ადგილებში 10 მ–ს აღემატება) და ბალახით დაფარული პირამიდა იყო, მხოლოდ XX საუკუნის 30–იან წლებში აღმოაჩინეს.


image


მათემატიკურად დამტკიცებულია, რომ პირამიდა ჩოლულაში – უძველეს დროში შექმნილი, ყველაზე დიდი ნაგებობაა. მისი მოცულობა 4, 5 მლნ. კუბურ მეტრს აღემატება, რაც ხეოფსის პირამიდის მოცულობაზე, ერთნახევარჯერ მეტია.


imageდაფარული პირამიდის სტრუქტურის მოდელი


ამ პირამიდის ფუძე ოთხჯერ აღემატება გიზას დიდი პირამიდის ფუძეს და მისი ზომა 450 X 450 მ–ია – ანუ, თითქმის, კილომეტრი! პირამიდის ირგვლივ შემოსავლელად კი, 2 კმ–ს გავლა არის საჭირო.


imageპირამიდის ჰიპოთეტური ხედი


როგორც აღვნიშნეთ, დღეს პირამიდა, თითქმის მთლიანად, მიწით არის დაფარული. ამასთან, მისი მშენებლობის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. არქეოლოგებს დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ პირამიდა (ირგვლივ არსებულ ნაგებობებთან ერთად) სხვადასხვა კულტურის მიერ, არაერთგზის გადაკეთდა. მაგრამ, რა ასაკის არის მისი ყველაზე ძველი ნაწილი, უცნობია. მათი გაანგარიშებით, კომპლექსის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. III ს–ში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ეს შეფასება, მხოლოდ ოფიციალურად მიღებული ვერსიის ფარგლებშია...




image


არხის სხვა სიახლეები:


* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ

* როგორი იყო მარსი მილიონობით წლის წინ (+ ვიდეო – "მარსი 4 მლნ. წლის წინ")

* ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში (კობრა არ არის) და 10 საინტერესო ფაქტი გველების შესახებ

* ტუტანხამონის "მზითვი" – მისი სამარხიდან ამოღებული 30 რელიქვია

* მსოფლიოს 15 საინტერესო ადგილი, რომელიც ფოტოზე მაინც უნდა ნახოთ

* "XXI საუკუნე რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს" – ელენა ბლავატსკაიას გაფრთხილება

* როდის დამყარდება მშვიდობა? – უკრაინელი ასტროლოგის პროგნოზი

0
467
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0