x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აღარ აქვს არც ტვინი! არც ხედვა! ეს ზომბი უნდა განადგურდეს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკოსისა და ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის "გიორგი თარგამაძის ფორმულა"-ში სტუმრობას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ზომბად" წოდებული პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების ინიციატივით გამოდის.


"გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.



“ნაცების კომპლექსი” - რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს.


არ არსებობს არანაირი კომპლექსი.


არსებობს ზომბი პარტია - სახელად ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის კონდიციაზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.


(აწებებული ყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ - უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ).


ეს ზომბი უნდა განადგურდეს.


დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს.


ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.






0
790
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
790