ზოგჯერ პატარა და ერთი შეხედვით უაზრო გადაწყვეტილებას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. ამგვარ გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული წარსულის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი. ერთმა მოძრაობამ, ერთმა სიტყვამ ან ერთმა არასწორმა შემობრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ცვლის ისტორიის მსვლელობას.
1. ჩხუბი ბარში, რამაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება გამოიწვია
როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას, მსოფლიო იმედგაცრუებული იყო. თუმცა, ყველაფერი დაიწყო ლონდონის პატარა პაბში, სახელად Stranger's. სწორედ იქ 2012 წელს ლეიბორისტული დეპუტატი ერიკ ჯოისი დათვრა და მუშტებიც გამოიყენა. დასრულდა იმით, რომ დეპუტატი დააკავეს და მისი ადგილი პარლამენტში სხვა ლეიბორისტმა დაიკავა.
ჯოისის მთვრალმა ჩხუბმა გამოიწვია მოვლენების შემდგომი ჯაჭვი. ლეიბორისტული პარტია პარლამენტში მანდატების გაყიდვაში დაადანაშაულეს. რეპუტაციის აღსადგენად პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა ნება დართო ყველას, ვისაც სურდა წევრი გამხდარიყო 3 ფუნტად. ათასობით ადამიანი ასეც მოიქცა და შემდეგ ხმა მისცეს ახალ ლიდერს, ჯერემი კორბინს. კორბინს არ ექნებოდა ეს ხმები შესვლის საფასურის შეცვლის გარეშე, მაგრამ სწორედ მას ადანაშაულებენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაში. ამრიგად, ეს ყველაფერი ერთმა ნასვამი კაცის ჩხუბმა გამოიწვია ბარში.
2. ფრანც ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი
ფაქტობრივად, სწორედ ამ მკვლელობამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. და ეს არ მოხდებოდა, ერცჰერცოგის მძღოლს რუკის წაკითხვა რომ არ გასჭირვებოდა. ფერდინანდს ცუდი დღე ჰქონდა და სარაევოში არამეგობრულად მიიღეს. ბომბი ჯერ აფეთქდა, მაგრამ ცოტა ადრე, ერცჰერცოგის გარემოცვიდანაც დაიღუპნენ. მას ალბათ ეს იმის ნიშნად უნდა მიეღო, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო, მაგრამ ფერდინანდმა მაინც გადაწყვიტა დაჭრილების საავადმყოფოში სტუმრობა. თუმცა ტრანსპირტში მისმა მძღოლმა შეცდომა დაუშვა და მანქანა იმ ქუჩაზე შეატრიალა, სადაც გავრილო პრინციპი იმყოფებოდა კაფესთან, მანაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ერცჰერცოგს ესროლა.
3. პრეს-მდივანის შეცდომამ დაანგრია ბერლინის კედელი
და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ კომუნისტმა გიუნტერ შაბოვსკიმ შეცდომა დაუშვა. 1989 წლის 9 ნოემბერს მას გადასცეს დოკუმენტი ახალი დაშვების სისტემის შესახებ. დროებითი ღონისძიება იგეგმებოდა აღმოსავლეთ გერმანელებისთვის, მათ ნებართვით დასავლეთ ბერლინის მონახულების უფლება მიენიჭათ. თუმცა, დოკუმენტში ყველაფერი მკაფიოდ არ იყო გაწერილი, რადგან შაბოვსკიმ ინფორმაცია ორაზროვნად გააჟღერა. გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პასპორტებით და ნებისმიერ დროს შეეძლოთ. როდესაც ერთ-ერთმა რეპორტიორმა იკითხა, როდის შევიდოდა ახალი კანონი ძალაში, შაბოვსკიმ გადახედა დოკუმენტს და პასუხი ვერ იპოვა, თქვა: "დაუყოვნებლივ". ხალხი მყისიერად შეიჭრა კედელთან და აგურ-აგურ დაანგრიეს.
4. ბრიტანელი ჯარისკაცის მოწყალებამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი
1918 წელს ჰენრი ტენდი იბრძოდა საფრანგეთში. ერთხელაც გადაწყვიტა დაენდო ერთი ჯარისკაცი - და ამის გამო 60 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მარკონინგის ბრძოლაში გერმანელებმა დაიწყეს მიწის დათმობა. ტენდიმ გაქცეულ გერმანელს დაუმიზნა, მაგრამ მამაკაცი დაიჭრა და ტენდიმ გულმოწყალების გამო ჩახმახს მეორედ აღარ გამოჰკრა, ამ უკანასკნელმა კი მადლობის ნიშნად თავი დაუქნია. მოგვიანებით ჰენრი ტენდის სახე გამოისახა კამპანიის პოსტერზე და ოცი წლის შემდეგ ეს ბრიტანული პლაკატი გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერის აგარაკზე.
როცა ნევილ ჩემბერლენი ჰიტლერს ეწვია და კედელზე გამოსახული პლაკატი დაინახა, ამის მიზეზი ჰკითხა. ჰიტლერმა უპასუხა: „ეს ის კაცია, რომელმაც კინაღამ მესროლა“. ამბავი იმდენად წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს მის ნამდვილობაში, მიუხედავად ამისა, არსებობს ძლიერი მტკიცებულება. არსებობს ჰიტლერის თანაშემწის წერილი, დაწერილი 1937 წელს, სადაც მადლობას უხდის მას ფიურერისთვის პლაკატის გაგზავნისთვის. როგორც გაირკვა, ჰიტლერს ძალიან აინტერესებდა ის, რაც მის სამხედრო გამოცდილებას ეხებოდა.
5. ქალაქის საბჭოს წევრმა ძაღლი მოკლა და ამით თანამედროვე ტერორიზმს ჩაუყარა საფუძველი
1933 წელს ტეხასის საბჭოს წევრმა ჩარლზ აზარმა მოკლა მეზობლის ძაღლი, რომელიც რეგულარულად ისაქმებდა მის ყვავილებში. მამაკაცმა ძაღლს საკვებში დამსხვრეული მინა ჩაუყარა. მკვდარი ძაღლი 13 წლის ჩარლი უილსონს ეკუთვნოდა, მოზარდმა კი შურისძიების პირობა დადო. ბიჭი დადიოდა სამეზობლოში და ყველას უამბო, რა გაუკეთა საბჭოს წევრმა მის ძაღლს და შედეგად, აზარმა წააგო მომდევნო არჩევნები.
ასე რომ, ჩარლი უილსონმა ცხოვრებაში პირველად შეცვალა პოლიტიკა. ის გაიზარდა და გახდა კონგრესის წარმომადგენელი და როდესაც საბჭოთა ინტერვენციით ავღანეთის ომი დაიწყო, უილსონმა შეცვალა ისტორია. მან კამპანია ჩაატარა ავღანელებისთვის ამერიკული დახმარებისთვის, რითაც შეცვალა ომი, რომელიც შედეგად მოიგეს ავღანელმა მოჯაჰედებმა. ასე შეიქმნა თალიბანი და ალ-ქაიდა და დაიბადა ოსამა ბინ ლადენი. ტერორიზმის თანამედროვე ეპოქა დაიწყო. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საკრებულოს ერთმა წევრმა მოკლა ძაღლი.