x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰიგიენის 8 წესი, რომლებსაც არასწორად იცავთ
image

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. შესანიშნავი მიზეზია დაფიქრდეთ საკუთარ თავზე და შეამოწმოთ: არის თუ არა ყველაფერი წესრიგში პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით? ქვემოთ გაარკვევთ, რამდენად სწორად იცავთ წესებს.




1) არ დაგავიწყდეთ აბაზანაში ბანაობის შემდეგ ფარდის ან კაბინის კარის გაღება.


სადაც თბილი და ნოტიო გარემოა, ყოველთვის ბევრი ბაქტერიაა. წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებლად გადასწიეთ ფარდა ან გააღეთ კაბინის კარი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სააბაზანოში ჯანმრთელობისთვის საზიანო მავნე ბაქტერიებსა და ობის გამრავლებას შეუწყობთ ხელს.



2)შხაპის მიღების შემდეგ დეზოდორანტს ხმარობთ?


არაფერია უარესი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სათბურის ეფექტი თქვენს კანზე. ანტიპერსპირანტი მუშაობს ტენიანობის ბლოკირების პრინციპით. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ შხაპის შემდეგ ეს ტენიანობა კვლავ იღლიაში დარჩება.

უმჯობესია დაიცადოთ 10-15 წუთი, სანამ სრულად არ გაშრებით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ დეზოდორანტი.


3) ნუ იხმართ ფეხსაცმელს წინდების გარეშე


მალე დადგება თბილი დღეები და შესაბამისად და უფრო მსუბუქ ზაფხულის ფეხსაცმელზე გადახვალთ. მოდას აყოლილები წინდებსაც გაიძრობენ და ტერფებს მოიშიშვლებენ, მაგრამ ასეთი ფეხსაცმლის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. გარდა უსიამოვნო სუნისა, თქვენ გაქვთ სოკოვანი ინფექციის ან ბებერას გაჩენის რისკი. ნუ გარისკავთ და ნუ ჩაიცვამთ ფეხსაცმელს, თუ სპორტულ წაღებს წინდების გარეშე.


4)სრულიად ნუ ამოიჭრით ცხვირიდან თმას


სილამაზის სალონებში ცხვირიდან თმის სრულ მოცილების სერვისს აქტიურად უკეთებენ რეკლამას : "ის გამოიყურება ესთეტიურად სასიამოვნოდ და ჯანმრთელობის ზიანის გარეშე."

სინამდვილეში ჩვენს ცხვირში თმები უმიზეზოდ არ იზრდება - ის აკავებს მტვერს და სხვა ალერგენებს, რომელიც ფილტვებში შეღწევას ხელს უშლის. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თმა არ ჩანს, მაგრამ მთლაიანდ ნუ მოიცილებთ.



5) კბილების გახეხვის შემდეგ ნუ გამოივლებთ წყალს


ახლა უკვე ბევრს უკვირს, მაგრამ სტომატოლოგები გირჩევენ კბილების გახეხვის შემდეგ პირში წყალი არ გამოივლოთ. უბრალოდ გადააფურთხეთ კბილის პასტა. რადგან ზუსტად ის შეიცავს იმ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია მინანქრის დაცვისთვის. ასევე, სხვათა შორის, ადამიანების უმეტესობას ავიწყდება პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის დაცვა - იხეხავს კბილებს, ენა კი ავიწყდებათ.


6) ხშირად ნუ იბანავებთ


მარკეტინგისა და რეკლამის მიერ შემოგდებული კიდევ ერთი გავრცელებული მითი ხშირი დაბანაა. სინამდვილეში, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შხაპის ზედმეტად ხშირი მიღება მხოლოდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ჩვენს კანზე ბუდობენ ბაქტერიები და მიკრობები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უშლიან ორგანიზმში ვირუსების შეღწევას, იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი, მნიშვნელოვანია თავად აირჩიოთ დაბანვის ინდივიდუალური განრიგი, რათა არ გამოშრეს კანი და არ დაასუსტოთ იმუნური სისტემა.


7)ხელებს მდუღარე წყლით იბანთ


მიკრობები და ბაქტერიები კვდებიან მაღალ ტემპერატურაზე, ამიტომ ზოგს მიაჩნია, რომ თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი, უმჯობესია ხელები ცხელი წყლით დაიბანოთ. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობს როგორ წყალში დაიბანთ ხელებს, მთავარია საპონი იყოს.ცხელი წყლით ხელების დაბანით კი თქვენ რისკავთ მიიღოთ დამწვრობა და კანის სიმშრალე.


8) ყურის ჩხირები ყურის გასუფთავების წინააღმდეგ


პარადოქსია, მაგრამ ყურის ბამბის ჩხირები სრულიად გამოუსადეგარია ყურებიდან გოგირდის გასაწმენდად. ზოგიერთს შეფუთვაზე აწერია კიდეც გაფრთხილება, რომ ისინი არ უნდა გამოვიყენოთ ყურების შიგნით გასაწმენდად. მაგალითად, ბამბის ჩხირები შესანიშნავია მაკიაჟის მოსაშორებლად. მაგრამ შიგნით ყურებში, პირიქით, შეუძლიათ შექმნან გოგირდის საცობი, დააზიანონ ყურის არხი ან თუნდაც ყურის ბარაბანი.




0
688
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0