საზოგადოება გარდაიცვალა ვლადიმერ ჟირინოვსკი - ამჯერად სამუდამოდ 2022, 6 აპრილი, 14:57 რუსი პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, ყოველ ჯერზე სიახლეს ხელისუფლება უარყოფდა. ამჯერად კი დადასტურება მოუწიათ. სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. სამწუხარო ამბავი დაადასტურეს პარტიაშიც, რომელსაც პოლიტიკოსი ხელმძღვანელობდა. “ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელმაც ღრმად ესმოდა როგორ მუშაობს სამყარო და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. სახელმწიფო სათათბიროს LDPR ფრაქციის ლიდერი. ის მუდამ საქმეებში იყო. მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარების ისტორია. მისი საქმიანობის საუკეთესო შეფასება ამომრჩევლის მუდმივი მხარდაჭერაა. ყველა ჩვენგანისთვის ეს გამოუსწორებელი ზარალია. მისი ნათელი ხსოვნა ყოველთვის იყოს ჩვენს გულებში"- განაცხადა ვოლოდინმა თავის ტელეგრამ არხზე.
ბოლო თვეების განმავლობაში ჟირინოვსკი მძიმედ იყო კორონავირუსის გართულებების გამო. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, რამდენჯერმე მოათავსეს ხელოვნურ კომაში. მარტის ბოლოს ტელეგრამის არხებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ მალევე უარყო. შემდეგ ვოლოდინმაც უარყო და დაწერა, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ექიმები მისთვის იბრძოდნენ. 110 1-ს მოსწონს
|