ფოტოგრაფია დიზაინერის მიერ შექმნილი, უკრაინის მხარდამჭერი ვარსკვლავების კოლაჟები 2022, 11 აპრილი, 9:26 უკრაინელმა დიზაინერმა ალინა პონომარენკომ, გადაწყვიტა ორიგინალურად გადაეხადა მადლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მხარში დაუდგნენ და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უკრაინას და უკრაინელებს. მან Photoshop–ის გამოყენებით, ცნობილი ადამიანები ტრადიციულ უკრაინულ სამოსში «გამოაწყო». ასე მაგ., მასკს ჟუპანი აცვია, ხოლო დევიდ ბეკჰემმა ნაქარგებიანი ქუდი «მოირგო». დიზაინერმა თავისი ნამუშევრები, მადლიერების ტექსტთან ერთად, Instagram–ზე გამოაქვეყნა. ლეონარდო დიკაპრიო უკრაინის დახმარების ფონდში 10 მლნ. დოლარი გადარიცხა და დიზაინერისგან ნაქარგებიანი პიჯაკი და პერანგი «მიიღო». დეივიდ ბეკჰემმა სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიში უკრაინელ ექიმებს დაუთმო ილონ მასკმა უკრაინას Starlink–ი გაუგზავნა. ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებელით დაეხმარებას დაჰპირდა. მილა კუნისიმა და მისმა მეუღლემ ეშტონ კაჩერმა უკრაინისთვის 35 მლნ. დოლარის შეგროვება შეძლეს მადონამ კლიპი გადაიღო, რომელშიც რუსეთს შეჩერებისკენ მოუწოდა ბლეიკ ლაივლმა და რაიან რეინოლდსმა ასევე, უკრაინაში საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხეს P. S. ეს ის ადამიანები არიან, ვინც რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ომის დაწყების პირველივე დღეებში გააპროტესტა და ქვეყანას დახმარების ხელი გაუწოდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |