საზოგადოება "მსოფლიო შეიშალა, უტოპიაში გადავიდა უკვე ეს ფასადური და ფარისევლური სოლიდარობა" - დომენიკ მანგო 2022, 5 აპრილი, 15:51 უკრაინაში მოხალისედ წასული დომენიკ მანგო (კუკური ბარამიძე) საზოგადოებას მიმართვას და წერს: "ომი არ არის მოდა! უკვე იდიოტობაში გადადის ეს უწუ-პუწუ ქცევები. ყველა თქვენგანს შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც უკრაინისთვის, ვიდრე დადგეთ და უკრაინის დროშის ფერების ტორტები აცხოთ და იმ ფონზე, როდესაც ადამიანები იღუპებიან, ფეისბუქზე ტვირთოთ თქვენი ტორტის ფოტოები, როგორ შეექცევით გემრიელად! მსოფლიო შეიშალა, უტოპიაში გადავიდა უკვე ეს ფასადური და ფარისევლური სოლიდარობა. თუ გინდათ გამოხატოთ თქვენი სოლიდარობა, ადექით და გააკეთეთ რამე იმ ხალხისთვის, ვინც ბომბებს გაურბის ახლა. არ არის აუცილებელი იარაღის ხელში აღება, მიდით და წყალი მაინც მიაწოდეთ ვინმეს. უკრაინის დროშის ფერებით მომზადებული ტორტებით და უკრაინის დროშის ფონზე გადაღებული ნაირ-ნაირი ფოტოებით ვერც სოლიდარულები ვერ გამოჩნდებით და ვერც კეთილშობილები."-წერს სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო. შეგახსენებთ, ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო, ისე რომ ახლადგარდაცვლილი დედის ორმოცს არც დაელოდა უკრაინაში მოხალისედ ერთი თვის წინ წავიდა, თან ორგანიზება გაუკეთა და მინიმუმ 100 ქართველი მოხალისე მებრძოლი მაინც ჩაიყვანა უკრაინაში, მათგან ზოგი წინა ხაზზე იბრძვის ზოგიც ზურგში. 395 2-ს მოსწონს 1-ს არა
|