x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135973
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510275
რუსეთის მუქარის ფონზე: "ნატოში შესვლა და არ შესვლაც არის არჩევანი, რომელსაც გართულებები მოჰყვება"
image

ფინეთი შესაძლოა ნატო-ში გაწევრიანდეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში, გადაწყვეტილება შეიძლება „ამ გაზაფხულზე“ იყოს მიღებული.



ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსს, კრემლის მუქარის მიუხედავად, რასაც „სამხედრო და პოლიტიკური შედეგები“ შეიძლება მოყვესო.


პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა ამ შაბათ-კვირას განაცხადა: „როგორც [ნატოში] გაწევრიანება, ასევე არ შესვლა არის არჩევანი, რომელსაც მოჰყვება გართულებები.




"ჩვენ უნდა შევაფასოთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიზანი: შევინარჩუნოთ ფინეთი და ფინელები ყველა სიტუაციაში. მარინმა დასძინა, რომ ფინეთის ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან შეუქცევად შეიცვალა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ და „ნდობის აღდგენას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება“.



ფინეთს აქვს 1340 კმ-იანი საზღვარი რუსეთთან, ყველაზე გრძელი ევროკავშირის წევრებს შორის. სამხედრო თვალსაზრისით, ფინეთი არ მონაწილეობდა ომებში ან კონფლიქტებში ცივი ომის დასრულების შემდეგ მოსკოვის პროვოცირების შიშით.




საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში "სრულად შეცვალა უსაფრთხოების ვითარება ფინეთში".


მან გამოცემა Kyodo News-ს განუცხადა, რომ ფინეთი მზად უნდა იყოს "უფრო უარესი სამხედრო სცენარებისთვის" მოსკოვის მინიშნებების ფონზე, რომ ქვეყანა თუ ნატო-ში გაწევრიანდება ცუდ შედეგებს უნდა ელოდოს ფინეთი.



გასულ თვეში რუსმა პოლიტიკოსმა "სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგების" შესახებ ისაუბრა, თუ ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ალიანსს.

0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0