x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები შაოლინის შესახებ, რომლებიც წიგნებში არ წერია

სახელწოდება "შაოლინი" ფართოდ არის ცნობილი მათ შორისაც კი, ვისაც ნაკლებად აინტერესებს აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება.
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს შაოლინის, ბუდისტური მონასტრის შესახებ, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ჩინეთში, სონგშანის მთაზე.image
1. 495 წელს შაოლინის მონასტერი ჩინელს სულაც არ დაუარსებია.

მისი დამფუძნებელი იყო მოხეტიალე ბუდისტი ბერი ინდოეთიდან, სახელად ბჰადრა. ის გამოჩნდა ჩინეთში 464 წელს და იქ ქადაგებდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სანამ იმპერატორმა სიაო ვენმა ბრძანა მისთვის შაოლინის მონასტრის აშენება სონგშანის მთაზე.

2. ლეგენდარული ბოდჰიდჰარმა გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა შაოლინში.

ამბობენ, რომ დაახლოებით 475 წლისთვის ბუდისტი ბერი ბოდჰიდჰარმა ზღვით ჩავიდა ჩინეთში, სადაც მან დაიწყო თავისი სწავლებების ქადაგება. შემდეგ ის დასახლდა შაოლინის მონასტერში, სადაც ჩან-ბუდიზმის პირველი სკოლა დააარსა.image

3. თავდაპირველად მონასტერს არ ჰყავდა სამონასტრო არმია. 620 წელს 13 შაოლინი ბერი დაეხმარა ლი შიმინს (599-649) ტახტზე დარჩენაში და მონასტერმა მიიღო უმაღლესი ნებართვა საბრძოლო ხელოვნების პრაქტიკაში.


4. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, შაოლინი არ არის ერთადერთი ჩინური მონასტერი, სადაც საბრძოლო ბერებს წვრთნიდნენ და საბრძოლო ხელოვნება საერთოდ არ წარმოშობილა იქ. ბერების სხვა ორდენებმა კიდევ უფრო ადრე დაიწყეს საბრძოლო ხელოვნებისა და ჯოხებით ბრძოლის გულმოდგინედ შესწავლა. ჩუნქიუს ჩანაწერებში, რომლებიც შეიქმნა დაახლოებით 800-500წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, აღწერილია "მყარი" და "რბილი" საბრძოლო ტექნიკას - ამ ორმა ტექნიკამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე კუნგ ფუ-ს. მუნის დინასტიის დროს (ახ. წ. 1368-1644 ), როდესაც შაოლინი მხოლოდ უმაღლეს საბრძოლო ხელოვნებასთან ასოცირდებოდა, კუნგ ფუ უკვე კარგად იყო ცნობილი მთელ ჩინეთში.image

5. 1928 წელს სამხედრო ლიდერმა ში იუსანმა ცეცხლი წაუკიდა შაოლინის მონასტერს. განადგურდა უნიკალური წერილობითი წყაროები: მაგალითად, ჩანგ სანფენგის ტრაქტატი, რომელიც ითვლებოდა ტაიჯიკუანის წყაროდ. მონასტერი ნანგრევებში იყო ნახევარი საუკუნის მანძილზე. იმ დროს იქ მხოლოდ შვიდი ბერი ცხოვრობდა, მათგან მხოლოდ სამმა იცოდა კუნგ-ფუ.image

6. ლეგენდების თანახმად, ჩრდილოეთის შაოლინის გარდა, იყო გარკვეული სამხრეთის შაოლინი, რომელიც მდებარეობდა ფუჯიანის პროვინციაში. მისი არსებობის სანდო წყაროები არ მოიძებნა.image

7. ჩინეთის საბრძოლო ხელოვნებისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში დაიწყო ფილმის "შაოლინის ტაძრის" (1982) გამოსვლის შემდეგ. გადაღებები ხუნანის პროვინციაში მიმდინარეობდა. ნამდვილი ბუდისტური ტაძარი გამოიყენებოდა დეკორაციად. მოგვიანებით გადაიღეს “ შაოლინის ბავშვები" (1983) და “შაოლინის საბრძოლო ხელოვნებ"ა (1986). image


0
559
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0