საზოგადოება იხილეთ მიშელ უელბეკის 15 გენიალური გამონათქვამი 2022, 4 აპრილი, 11:29
იხილეთ მიშელ უელბეკის 15 გენიალური გამონათქვამი:
1."როგორებიც ვართ, ისეთივე ოცნებები გვაქვს."
2."ადამიანი მარტოობასა და დამოუკიდებლობას ეჩვევა, ეს კი მაინცდამაინც კარგი ჩვევა არ არის."
3."ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება." 4."ცხოვრება შეიძლება განისაზღვროს როგორც მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილი საფეხურების გარკვეული თანმიმდევრობა." 5."სიხარული ღრმა და ყოვლისმომცველი განცდაა, ცნობიერებით განცდილი აღმაფრთოვანებელი სისავსის შეგრძნებაა… სიმთვრალე, მონუსხვა ან კიდევ, ექსტაზია." 6."უცნაური გრძნობაა, როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. ზიხარ, არაფერს აკეთებ და გრძნობ: ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს." 7."სიყმაწვილეში ფეხის შედგმა და სისასტიკისა და სიმხეცის ამოფრქვევა ერთია." 8."სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია. მის სათავეშიც ტანჯვის ბირთვია. მთელი ყოფიერება გაფართოება და დაწნეხაა. ყველაფერი იტანჯება, სანამ არსებობას დაიწყებს. არარა ტკივილისგან თრთის, ვიდრე რამედ იქცევა საზიზღარ პაროქსიზმში." 9."აბა რას შეადარებდით ღმერთს? პირველ რიგში, ცხადია, ქალის ნაპრალს, იქნებ თურქული აბანოს ორთქლსაც. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთს, რაშიც სული გამოვლინდება, როცა სხეული კმაყოფილებითა და სიამოვნებით პირთამდეა სავსე და მასში ყოველგვარი მღელვარება ჩამცხრალია." 81 1-ს მოსწონს
|