x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138452
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ ცდილობდნენ სტალინის მოკვლას?

სტალინს, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგაც, ძალიან უყვარდა ხალხში გარევა და მოსკოვის ქუჩებში სეირნობა. მაგრამ, პირველმა თავდასხმამ, მას ეს ჩვევა სამუდამოდ დაავიწყა...

ყოვლისშემძლე «ერის მამის» მკვლელობის მცდელობების ისტორია საიდუმლოებებით და მითებით არის მოცული. ათობით ცნობილი შემთხვევიდან, ზოგიერთი საბჭოთა სპეც–სამსახურების მიერ იყო შეთითხნილი, სხვები – აშკარად მოგონილი იყო. არის ისეთებიც, დღემდე რომ «საიდუმლოს» გრიფი ადევს. დღეისათვის, მეტ–ნაკლებად სანდო, საბჭოთა კავშირის მეთაურის მკვლელობის მცდელობის 3 მცდელობა მიიჩნევა.


image


გასროლა მანძილზე


1931 წ. 16 ნოემბერს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მოსკოვის ერთ–ერთ ქუჩაზე სეირნობდა, როდესაც რევორველით შეიარარებული მამაკაცი, მისკენ ჩქარი ნაბიჯით გამოემართა. სტალინი გარდაუვალი სიკვდილისგან მისმა პირადმა დაცვამ კი არა, იმ ადგილზე აღმოჩენილმა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა იხსნა, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა.

დამნაშავე, ვინმე, ლეონიდ ოგარევი აღმოჩნდა — ყოფილი თეთრგვარდიელი ოფიცერი, სრულიად რუსეთის სამხედრო გაერთიანების ემიგრანტთა ორგანიზაციის წევრი და ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი. ამ მოვლენამდე, ცოტა ხნით ადრე, ის მოსკოვში ჩავიდა და იქიდან მოყოლებული, უშიშროების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.


imageსტალინი მოსკოვის ქუჩაში. XX ს. 20–იანი წლები


აგენტი დედაქალაქში სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებით იყო დაკავებული, როდესაც ქუჩაში, სრულიად შემთხვევით, ფეხით მოსიარულე საბჭოთა ბელადი დაინახა... მან შესაძლებლობით ისარგებლა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მიეცა. სულ მალე, ოგარევი ტერორიზმის და ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და განაჩენის შესაბამისად, სიკვდილით დასაჯეს.

სტალინზე თავდასხმამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობის წევრებმა ლიდერის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცეს და ერთობლივად მოაწერა ხელი რეზოლუციას: «ამხ. სტალინის მოსკოვში ფეხით სეირნობის აკრძალვის შესახებ».


არასწორად შერჩეული ავტომობილი


1942 წლის 6 ნოემბერს საველი დმიტრიევმა, რომელიც მოსკოვში განლაგებულ პოლკში მსახურობდა, საკუთარი ქვედანაყოფი დატოვა და წითელი მოედნისკენ გაემართა. ჯარისკაცმა თავი გუშაგად გაასაღა და პოსტზე კრემლის კარიბჭესთან დადგა.


image


დმიტრიევი დაელოდა, როდესაც იქიდან სამთავრობო მანქანა გამოვიდა, მას ცეცხლი გაუხსნა. მანქანაში, იმ დროს, სსრ კავშირის საგარეო და საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი იჯდა (ის არ დაშავებულა). ხანგრძლივი სროლის შემდეგ, დაცვამ თავდამსხმელის ცოცხლად აყვანა მოახერხა.



imageსაველი დმიტრიევი


გამოძიების მსვლელობის პროცესში დადგინდა, რომ ჯარისკაცს მიქოიანის კი არა, სტალინის მოკვლა უნდოდა, მაგრამ შეცდომით, თავს სხვა მანქანას დაესხა. სპეციალური სამსახური, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა იმის გარკვევას, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თუმცა, მსროლელის კავშირის დადგენა, ნაცისტებთან ან კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან ვერ მოხერხდა. ხოლო, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 1950 წლის 25 აგვისტოს საველი დმიტრიევი, ჩადენილი დანაშაულის გამო, სიკვდილით დასაჯეს.


«გრძელი ნახტომი»


მას შემდეგ, რაც 1943 წლის ოქტომბერში, გერმანულმა დაზვერვამ შეიტყო, სტალინის, ჩერჩილის და რუზველტის, თეირანში კონფერენციის გამართვის გადაწყვეტილების შესახებ, ბერლინში ოპერაცია «გრძელი ნახტომი» დაიგეგმა. მისი მიზანი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნის ლიდერების გატაცება ან ლიკვიდაცია იყო.


imageიოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი თეირანის კონფერენციაზე


მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ირანი მესამე რაიხის გავლენის სფეროში იყო და 1941 წელს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარების მიერ, ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის და პროგერმანელი შაჰი რეზა ფეჰლევის დამხობის შემდეგ, გერმანიის სადაზვერვო ქსელი ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა.


imageოტო სკორცენი


მოკავშირე ლიდერების წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელება საუკეთესო დივერსანტს — SS–ის ობერშტურმბანფიურერს ოტო სკორცენს დაევალა. გეგმის მიხედვით, დივერსანტთა პირველი ჯგუფი ადგილობრივ ჯაშუშებს უნდა დაჰკავშირებოდა და ყველაფერი მოემზადებინა, მეორე ჯგუფის ჩამოსვლისთვის, რომელსაც თავად სკორცენი ხელმძღვანელობდა.

გერმანელებმა იცოდნენ, რომ ბრიტანეთის და საბჭოთა მისიები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა. ხოლო, ამერიკული — ქალაქის გარეუბანში იყო. ამიტომ, რუზველტი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე, ქალაქის ვიწრო ქუჩებით, შეხვედრებზე მგზავობა უწევდა, გერმანელი დივერსანტების პირველ სამიზნედ იქცა.

თუმცა, ოპერაცია თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. ნიკოლაი კუზნეცოვის დაზვერვის წყალობით, საბჭოთა უშიშროებამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა და გერმანელების პირველი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელიც ქ. კუმის რაიონში, თეირანიდან 70 კმ–ში დაეშვა. ამის შემდეგ, ოპერაცია გაუქმდა. ასე, რომ, «გრძელი ნახტომი» გადაფრენის მომენტში შეწყდა.


P. S. ირანში მსოფლიო ლიდერებზე თავდასხმის ისტორიაზე ფილმი — «თეირან-43», 1980 წელს გადაიღეს. ის «მოსფილმის», «Mediterranee Cinema»–ს (საფრანგეთი), და «Pro Dis Film»–ის (შვეიცარია) ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმი ძალიან საინტერესოა და მისი ნახვა ნამდვილად ღირს!


image


image


imageimageimageimage




0
1202
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0