x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი

თინისი (ლათ. This) იყო ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის პირველი დედაქალაქი. იმ დროს, ასე ეძახდნენ ეგვიპტის დედაქალაქს ბერძნები. თავად ეგვიპტელები კი, ის ჩენის იყო. ქვეყნის ძველი დედაქალაქი, სავარაუდოდ, თანამედრობე ეგვიპტის ქ. გირგას მახლობლად უნდა ყოფილიყო.


image


და მიუხედავად იმისა, რომ ეს უძველესი ქალაქი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, მისი არსებობის შესახებ, საკმარისი მტკიცებულება არსიბობს ძველი მწერლების თხზულებებში, სადაც აღნიშნულია, რომ ჩენი თინისის კონფედერაციის ცენტრი იყო და რომ მენესმა ან ნარმერმა (მეფეები I დინასტიიდან) ეგვიპტე გააერთიანა და სათავეში ჩაუდგა კონფედერაციას. ხოლო, ჩენი სატახტო ქალაქი გახდა!

თინისი ნახსენებია მანეთონის (ქურუმი და ისტორიკოსი, ძვ. წ. აღრ. IV-III სს.), ნაშრომებში და რელიგიურ ტექსტებში. მაგ., «მიცვალებულთა წიგნის» ზოგიერთ შელოცვაში.


imageმენესი


imageქალაქმა თავისი მნიშვნელობა III დინასტიის დროს დაკარგა, როდესაც დედაქალაქი, ახლად დაარსებულ მემფისში გადაიტანეს. თუმცა, ოაზისებთან სიახლოვე, რომლებსაც პოტენციური სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, ქალაქს საშუალებას აძლევდა, თითქმის მუდმივად შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელობა, როგორც ძველი, ისე ახალი სამეფოს ეპოქაში. მაგრამ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – რომაული პერიოდის დასაწყისში, ჩენმა საბოლოოდ დაკარგა რაიონული ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, III დინასტიის დროს დაარსებული მემფისი გახდა ეგვიპტის ახალი დედაქალაქი, ხოლო თინისი, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ზემო ეგვიპტის VIII ნომის (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება ძვ. ეგვიპტეში) დედაქალაქი იყო, ვიდრე ის აბიდოსმა არ ჩაანაცვლა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, წერილობითი წყაროების მიხედვით, თინისი მდიდარ ქალაქად დარჩა. მაგ., თუტმოს III მენჰეფერის მეფობის პერიოდში, მასზე დაკისრებული წლიური გადასახადი 6 დებენი (მასის საზომი ერთეული ძველ ეგვიპტეში) ოქრო, ნახევარი დებენი ვერცხლი და ასევე, მარცვლეული, პირუტყვი და თაფლი იყო. მასთან შედარებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე აბიდოსი, ბევრად უფრო მსუბუქად იყო დაბეგრილი.

მაგ., აბიდოსი წელიწადში მხოლოდ 3 დებენ ოქროს და 3 ტომარა მარცვლეულს იხდიდა. ხოლო, თინისისგან 2–ჯერ მეტ ოქროს და 62 ტომარა მარცვლეულს იღებდნენ.


image

imageimageimageimage




0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0