x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ღარიბაშვილის კლანმა არ აპატია ჩემი ოპოზიციისადმი მხარდაჭერა..” - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

image


საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში კომფორტულად მოკალათებულ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს და დეპუტატის მანდატს გამოკიდებულ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელმაც ბრძოლას კომფორტული ცხოვრება არჩია "შულერს" უწოდებს:


"გარდა მატერიალური რესურსისა, ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და ძალისხმევა ჩავდე იმისთვის, რომ ქვეყანაში ეარსება რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც შეცვლიდა ოლიგარქიულ რეჟიმს და საქართველოს აქცევდა ევროპის ნაწილად.


ჩემთვის არ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა კონკრეტულად, რომელი პროდასავლური ძალა გააკეთებდა ამას.


შედეგად მივიღე ის, რომ უამრავ ჩემს თანამოაზრესთან ერთად, დავრჩი იმედგაცრუებული და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთელი ათეული წელი ქარს გავატანე.


უბრალოდ, შულერებს და პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავებულ ინდივიდებს შევუქმენი პირადი კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც მათ აღარ სურთ და ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ბედი.


ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს იქ, სადაც თავის დროზე ნამუსის ძარღვი, რომ გამეწყვიტა, პირად კარიერაში მათზე დიდ წარმატებას მივაღწევდი... ვის, ვის და მე ნამდვილად მქონდა იმის უნიკალური შანსიც და შემოთავაზებაც, რომ ივანიშვილის ლაქია მინისტრი გავმხდარიყავი...


სანაცვლოდ გავწირე საკუთარი ოჯახის წევრები, პირველ რიგში კი ხნიერი მშობლები და ძმა, რომლებსაც ღარიბაშვილის კლანმა არ აპატია ჩემი ოპოზიციისადმი მხარდაჭერა. ორი წლის წინ, იმის უფლებაც კი არ მომცეს, დედაჩემის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი და უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა.


რისთვის ბატონებო?!


იმისთვის, რომ თქვენ ახლა დეპუტატის სავარძლებში თავს კომფორტულად გრძნობდეთ და ბიზნეს-წილებს ებღაუჭებოდეთ?!


იმისთვის, რომ რუსეთის მარიონეტული თეატრის მსახიობებად დარჩეთ საკანონმდებლო ორგანოებში და პირად კეთილდღეობაზე იზრუნოთ?!


რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ, ნაციონალი, ლელოელი, რესპუბლიკელი, თუ სხვა? ყველა ერთად იმ მარაზმის ნაწილი გახდით, რომელიც არც მე და არც უამრავ ჩემს თანამოაზრეს თქვენთვის არ დაუკვეთავს.


მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით: ერთი ნაგავი ხართ ამ ეტაპზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც!!!


ნუ გაქვთ იმედი, რომ ოდესღაც საკუთარი ერი განსხვავებული მიდგომით გაგასამართლებთ.


ქვეყანა დაიღუპა და ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თქვენს ხელშია.


იმ თითს წაგამტვრევთ, რომელსაც ერისკენ გაიშვერთ, რადგან თქვენ ამ ერის ინტერესების დაცვა არ შეგიძლიათ!" - წერს ნუგზარ სულაშვილი.



შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აპრილს საქართველოს მასშტაბით შუალედური არჩევნები გაიმართა, სადაც "ცესკოს" წინასწარი მონაცემებით, ყველგან მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.





0
113
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
113