x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქართველების თავებით რომ ფეხბურთს თამაშობდნენ, ეგეც გახსოვთ ხომ?" -ნათია ფანჯიკიძე

image

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტ თეონა ცხომელიძის ირპენში გადაღებულ ფოტოს და პოსტს აზიარებს სადაც წერია, რომ "დასახლებებში საიდანაც რუსები გავიდნენ, უკრაინელ სამხედროებს დახვდათ ჯოჯოხეთი. შუა ქუჩებში დაყრილი ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტილი გვამები, ქალების გაშიშვლებული ცხედრები. მოკლული ადამიანებით სავსე ორმოები, საკანალიზაციო ჭები. ცოცხლად დამარხულები. ძალადობა, გაუპატიურება, წამება, მკვლელობა, სასტიკი მოპყრობა… ყველაფერი გააკეთეს ღორებმა და ეს მხოლოდ რამდენიმე დასახლების ამბავია.

წარმოდგენა მიჭირს რა დახვდებათ მარიუპოლში გათავისუფლების შემდეგ…
ფოტო ირპენიდან."
image
იქვე ნათია ფანჯიკიძე დამატებით წერს:
image
"ქართველების თავებით რომ ფეხბურთს თამაშობდნენ, ეგეც გახსოვთ ხომ? ხოდა აზრი ვისაც საერთოდ უმწიფდება ტვინში, წესით ორი აზრი არ უნდა გააჩნდეს რუსეთის მიმართ."
რადგან "ქართველების თავებით ფებურთის თამაშზე" ჩამოვარდა საუბარი შეგახსნებთ, რომ ეს ლეგენდა თავის დროზე კატეგორიულად უარყო საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
image

" დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე "-განაცხადა თავის დროზე პაატა ზაქარეიშვილმა.
image

"გაგრის გამგებელ იაზიჩბასთან ერთად გავემგზავრეთ. 7 ნოემბრი იყო.გაგრაში მთელი დღე გავატარეთ. თან გვქონდა ქართველების იმ სახლების სია, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დავწვეს. გაგრაში მართლაც იყო რამდენიმე სახლი დამწვარი, თუმცა, არა ის სახლები, რომლებიც სიაში გვქონდა. სიაში შეტანილთაგან კი არც ერთი სახლი დამწვარი არ აღმოჩნდა. აფხაზებმა გვითხრეს, რომ ეს შენობები ომის დროს დაიწვა. ჩვენ ფსოუმდე ჩავედით, გავიარეთ სოფელი თავისუფლება, სადაც ერთი სახლი იწვოდა. იაზიჩბამ ცეცხლმოკიდებული სახლის დანახვისას მანქანა გააჩერებინა და იკითხა, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ქართველს ეკუთვნოდა. სახლის გარშემო დამნაშავეების ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერავინ იპოვეს, თუმცა, აშკარა იყო, რომ სახლი ცოტა ხნის წინ გაძარცვეს და კვალის წაშლის მიზნით ხანძარი გააჩინეს.
image

გაგრაში ასევე ვნახეთ სტადიონი - მოედანზე ბალახი ბიბინებდა. ამის შესახებ სოხუმში დაბრუნებისას "სვობოდნაია გრუზიასთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ვისაუბრე. ჩვენ შეგვიყვანეს სტადიონზე, სადაც ბალახი ბიბინებდა. იმ შემთხვევაში, თუ იქ რამდენიმე დღის წინ ომი იყო, შეუძლებელია, ბალახი ხელახლა დაერგოთ. სტადიონს არა თუ ომის, ტალახის კვალიც კი არ ეტყობოდა. ჩანდა, რომ ამ სტადიონზე არანაირი საომარი ქმედება არ იყო განხორციელებული"-იხსენებს პაატა ზაქარეიშვილი.

1
461
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
461
  
2022, 4 აპრილი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1