x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ოკუპირებული სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული მოხალისეები იღუპებიან

image
რუსი აგრესორები უკრაინაში შეიჭრნენ კიევის სწრაფად აღების იმედით, მაგრამ მას შემდეგ რაც არნახული დანაკარგები განიცადეს ცოცხალი ძალის და ტექნიკის სახით, იძულებული გახდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული ბაზებიდან ტექნიკა და ცოცხალი ძალაც გადაესროლათ უკრაინის მიმართულებით, ასევე როგორც მოკავშირეებს ოს და აფსუა სეპარატისტებს ცოტა არ იყოს მკაცრი ტონით შეახსენეს, რომ მათი "დამოუკიდებლობა" რუსეთის დამსახურებაა და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მიუთითეს.
სწორედ ასე აღმოჩნდნენ სეპარატისტები უკრაინაში. ომს არ უყვარს გამოუცდელი მოხალისეები, მაგრამ არც გამოცდილი მებრძოლია დაზღვეული სიკვდილისაგან.
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში კერძოდ კი დონეცკის ოლქში დაიღუპა "სამხრეთ ოსეთის დამსახურებული არტისტი" რობერტ კულუმბეგოვი, რომელიც 2008 წელს გვებრძოდა.
image
დონეცკში კი უკრაინული ჭურვის აფეთქებას შეეწირა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი სოფელ კუტოლიდან ახრა კირკინაძე (ქართული გვარის მქონე აფსუა). მასთან ერთად დაიღუპნენ რუსი და სომეხი მებრძოლებიც.
გაგრელი სომხების ჯგუფი იბრძვის რუსი აგრესორების მხარეს და დიდი ალბათობით ამ ჯგუფის წევრები დაიღუპნენ.
image

გაცილებით ადრე კი ოსი სეპარატისტი რუსტამ ხურიევი ტანკში ცოცხლად ჩაიწვა, ხურიევიც გვებრძოდა 2008 წელს.
image

0
181
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
181