იმერეთი ქუთაისში ახალგაზრდა კაცი ცოლის ბიძაშვილმა მოკლა - რა იყო მკვლელობის სავარაუდო მიზეზი? 2022, 2 აპრილი, 13:31 31 მარტს მძიმე დანაშული მოხდა ქალაქ ქუთაისში. ახალგაზრდა გოგომ ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
მამაკაცი დახმარების თხოვნით მიმდებარე ქუჩაზე გაიქცა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდმაცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. იგი 1995 წელს დაბადებული ს.ყ. აღმოჩნდა.ნივთმტკიცებად ამოიღეს მკვლელობის იარაღი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულს და გარდაცვლილს, ტიტე კორძაძეს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებული ქალის სიძე იყო. ტიტე კორძაძის მეუღლე დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული მისი ბიძაშვილი სწორედ მას აბრალებდა მეუღლის მკვლლეობას, სწორედ ეს გახდა საბარაუოდო მკვლელობის მიზეზი. "როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე." "როგორც ამბობენ, გოგონა ტიტეს ცოლის გარდაცვალებას აბრალებდა, რაც კონფლიქტის და შემდეგ მკვლელობის მიზეზი გახდა" - ამბობენ ადგილობრივები. "ვაი ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, რა დაემართა უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა სადაც მართალნი განისვენებენ... ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს, რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში..." "ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო... მართალი ყოფილა, რომ ამბობენ ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა საუკეთესო ადამიანი იყავი შენს სახელს დავიწყება არ უწერია"-წერენ სოციალურ ქსელში. 2058 3-ს მოსწონს
|