x
ზვიად გამსახურდიას 14 შესანიშნავი გამონათქვამი
ზვიად გამსახურდიას 14 შესანიშნავი გამონათქვამი

იხილეთ ზვიად გამსახურდიას 14 შესანიშნავი გამონათქვამი:

1.“ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ბედნიერება”.


2.“დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება”.



3.“დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა “ვეფხისტყაოსანი”, დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა”.


4.“თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად”.


5.“არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება-ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს”.


6.“ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას”.


7.“დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”.


8.“ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს”


9."მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა”.


10.“მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში”.


11.“ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა”.


12.“დღეს “ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი”.


13."ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა”.


14.“ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა, კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს”.

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0