x
image
თუთიკო ბერძენა
სად მთავრდება მათი ქართველობა, რომლებიც გაჰკივიან: "ქართველობას ნუ გვართმევთ!"

image

ასეთი პატივნაცემია ქართული ენა სარფის საბაჟოზე. თან ხელით ნაწერიც არაა, სპეციალურად დაუმზადებიათ.

გული რომ არ გეტკინოს, თვალი უნდა აარიდო!

სარფის საბაჟო არის საქართველოს სახე, სადაც უამრავი ბარბარიზმია ყოველდღიურ სასაუბრო ენაში ჩახრახნილი.


ის ადამიანები, რომლებიც დღეს "თავს დებენ" ქართველობაზე და საქართველოს გარყვნისგან "იცავენ" თუნდაც იმიტომ არ არიან წმინდა ქართული ღირებულებებით ნასაზრდოები, რომ მათი სასაუბრო ენა დახუნძლულია უამრავი რუსული კალკით და უამრავი რუსული ბარბარიზმით. ენას რომ ვერ იცავ, საკუთარი ენა გამართულად რომ არ იცი, როგორ უნდა დაიჯეროს სხვამ, რომ ქართული ღირებულებების გადასარჩენად ხარ რაღაც ორგანიზაციებში გაწევრიანებული და დასდევ ისევ ქართველებს, რომლებიც შენს შეხედულებებს არ იზიარებენ, მაგრამ შენზე გაცილებით უკეთ და გამართული ქართულით საუბრობენ.
ასეთი დაჯგუფებების წევრებს რომ ეკითხები ენის სიწმინდეზე, ისინი გპასუხობენ

"ენის სიწმინდეზე ზრუნვა თქვენიი ახირებაა, მთავარია აზრი გასაგები იყოს, დეტალებს კი მნიშვნელობა არ აქვს."

აქ მთავრდება მათი ქართველობა.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0