სხვა ზოგიერთი პლანეტა შესაძლოა, სიცოცხლისთვის დედამიწაზე უკეთესი იყოს 2022, 1 აპრილი, 15:19 დედამიწა სამყაროში აუცილებლად ყველაზე საუკეთესო პლანეტა არ არის. მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტათაგან, მკვლევრებმა გამოავლინეს ოცი ისეთი ეგზოპლანეტა, რომლებსაც შეიძლება, სიცოცხლისთვის იმაზე უკეთესი გარემო პირობები აქვს, ვიდრე დედამიწას. ზოგიერთი მათგანი გარს უვლის ვარსკვლავებს, რომლებიც შეიძლება ჩვენს მზეზე უკეთესებიც იყვნენ. ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსოტეტის ასტროფიზიკოსის, დირკ შულცე-მაკუჩის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში აღწერილია პოტენციურ „სუპერსასიცოცხლო“ პლანეტათა მახასიათებლები; მათ შორის არის დედამიწაზე ხნიერი, ოდნავ დიდი, ოდნავ თბილი და სავარაუდოდ წყლიანი პლანეტები. გარდა ამისა, სიცოცხლე შესაძლოა გაცილებით ადვილად ყვაოდეს იმ პლანეტებზე, რომლებიც გარს უვლიან ნელა ცვალებად, მზეზე უფრო დიდი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ვარსკვლავებს. სუპერსიცოცხლისუნარიანი პლანეტობის კანდიდატთაგან ტოპ 24 ჩვენგან ასზე მეტი სინათლის წლით არის დაშორებული. კვლევის მიზანი იყო გამოევლინათ სუპერსასიცოცხლო კრიტერიუმები და ჩვენთვის ცნობილ 4500 ეგზოპლანეტას შორის ეძებნათ საუკეთესო კანდიდატები. სიცოცხლისუნარიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ პლანეტებზე უცილობლად არის სიცოცხლე უბრალოდ ნიშნავს იმ გარემოს, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში, მკვლევრებმა შეარჩიეს პლანეტა-ვარსკვლავის სისტემები იმის ალბათობით, რომ კლდოვანი პლანეტები დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ არის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო გარემო. 355 2-ს მოსწონს
|