საზოგადოება "გოგო გინდა გარდაიცვალო ბირთვულ კატასტროფაში?... ზელენსკის ეკუთვნის ნობელის პრემია'' - ირაკლი კაკაბაძე 2022, 1 აპრილი, 10:50 ტელეკომპანია „ჯორჯიან ტაიმსის“ გადაცემაში "დროული დიალოგი" გუშინ ირაკლი კაკაბაძეს მორიგი ხმაურიანი გამოსვლა ჰქონდა. ბოლო დროს ის სკანდალური განცხადებების სიუხვით გამოირჩევა. ამჯერად, კაკაბაძე აცხადებს, რომ უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნამდვილას ეკუთვნის ნობელის პრემია მშვიდობაში'': "ჩვენ სად ვართ, ჩვენ? კნოსოში ვართ, კნოსოში.. გოგო გინდა გარდაიცვალო ბირთვულ კატასტროფაში... ზელენსკის ეკუთვნის ნობელის პრემია მშვიდობაში ზელენსკი გვიხსნის ჩვენ ატომური კატასტროფისგან, თუ განხორციელდა ახალი მსოფლიო პარადიგმა. ვინ განახორციელებს ამას და გაერო. პირდაპირ ითქვა იქ... გაეროში არის ისრაელი... ზელენსკი ამ პარადიგმაზე ზემოთ დადგა. სხვა პოლიტიკოსებმა ეს ვერ გაიგეს და მხოლოდ ზელენსკი მიხვდა. ახალი პარადიგმა გვჭირდება, იმისათვის, რომ შენმა შვილმა იცოცხლოს და არ მოხდეს ბირთვული კატასტროფა", - ამბობს კაკაბაძე. *********************** ირაკლი კაკაბაძე -“ზელენსკი მაღლაა ნაცები ჭიანჭველები არიან, სად ეგდება ადეიშვილი რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, მსოფლიო გაჭედილია, ზელენსკი თავისი პირადი გმირობით ცდილობს გამოიყვანოს ცივი ომის პარადიგმიდან." 751 შეფასება არ არის
|