x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრამპმა პუტინს თხოვნით მიმართა, გაამჟღავნოს ინფორმაცია ბაიდენის შვილზე

image

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს სთხოვა გაამჟღავნოს ნებისმიერი ინფორმაცია ბაიდენის შვილის გარიგებებთან დაკავშირებით.


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Just the News-თან ინტერვიუში სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გაემჟღავნოს ნებისმიერი ინფორმაცია აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის აღმოსავლეთ ევროპაში ოლიგარქებთან ურთიერთობის შესახებ.


ექს-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სენატის 2020 წლის ანგარიშზე, რის მიხედვითაც უმცროს ბაიდენს კავშირი ჰქონდა რუსეთის უმდიდრეს ქალთან, ელენა ბატურინასთან, რომელმაც ათი წლის წინ, სავარაუდოდ, $3.5 მილიონი გადასცა კომპანიას, რომლის თანადამფუძნებელიც ჰანტერ ბაიდენი იყო.


imageფოტოზე: ელენა ბატურინა




თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სენატის დასკვნას "დადასტურება არ გააჩნია".


"მან (ბატურინამ) მას 3, 5 მილიონი დოლარი გადასცა, მე ვფიქრობ, რომ პუტინმა იცის ამ კითხვაზე პასუხი. ვფიქრობ, მან უნდა გაახმოვანოს ეს“, - თქვა ტრამპმა.


მან ასევე დასძინა, რომ სურს მეტი იცოდეს ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინელი ოლიგარქის, ჰოლდინგ Burisma-ს ს ხელმძღვანელთან ნიკოლაი ზლოჩევსკის ურთიერთობის შესახებ, რომელმაც 2014 წელს ბაიდენი უმცროსი დირექტორთა საბჭოში მიიწვია.



2020 წელს ამერიკელი სენატორები რონ ჯონსონი და ჩაკ გრასლი ეჭვობდნენ, რომ ჰანტერ ბაიდენმა მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ქვრივისგან, ელენა ბატურინასგან ფული აიღო.



ამბობდნენ, რომ მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის ვაჟი ბატურინასგან ფულს რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა. მათ შორის, ვინც ჰანტერს ფული გაუგზავნა, არიან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ასოცირებული პირებიც.


ანგარიშის მიხედვით, ბატურინამ 3, 5 მილიონი დოლარი გადარიცხა ამერიკული კომპანიის Rosemont Seneca Thornton LLC-ის ანგარიშზე, რომლის თანადამფუძნებელი იყო ჰანტერ ბაიდენი.

2
1102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1102
  
2022, 30 მარტი, 20:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 მარტი, 17:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2