x
image
თეონა გორდეზიანი
რამდენად კარგად შეგიძლია გაიაზრო გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ,,ქარი ჰქრის" სათქმელი...
1. გალაკტიონ ტაბიძე წერს:

"ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ".

რას აღწევს ავტორი ბგერებისა და სიტყვების გამეორების საშუალებით, აგრეთვე ზმნის ფორმაში "ჰ "-ს ჩამატებით?


ა) ხაზს უსვამს იმას, რომ გვიანი შემოდგომის სურათს ხატავს.

ბ) ხაზს უსვამს იმას, რომ ყველაფერი უკვალოდ ქრება.

გ) გამოხატავს ქროლის სურვილს

დ) აძლიერებს ქროლის შთაბეჭდილებას.



2) რას უწოდებს ავტორი წვიმას, თქორს?

ა) ფოთლების ქროლას

ბ) ხეების მიმოხრას

გ) ქარის ქროლას

დ) ნისლიანი ფიქრების ცრას



3. გალაკტიონ ტაბიძე უცნობ პირს მიმართავს :

" შენი მე სახება დამდევს თან

ყოველთვის, ყოველწუთს, ყოველგან "

როგორია ავტორის გრძნობები უცნობი ავტორის მიმართ?

ა) მძიმე, მას ამ გრძნობის გამხელა უჭირს

ბ) მტკიცე

გ) ფოთლებივით მსუბუქი და ფარფატა

დ) ქარივით მერყევი


4. "სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?!" - მიმართავს გალაკტიონ ტაბიძე უცნობ პირს, ანუ ქარის ქროლა მას

ა) მონატრების გრძნობას უღვივებს

ბ) ფიზიკურად ღლის

გ) მომავალ ზამთარს ახსენებს

დ) სულიერად ღლის


image





















0
259
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0