x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ნაომი კემპბელმა ახალშობილ შვილთან ერთად ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა, რომელიც პირველად 50 წლის ასაკში გახდა დედა მაისის თვეში, ქალიშვილის ახალი კადრები გააზიარა. ნაომიმ სოციალურ ქსელებში ახალი პოსტი მიუძღვნა დედის დღეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას აღნიშნეს.image
ახალშობილთან ერთად ახალი ფოტოების გარდა (კემპბელი გოგონას სახელს დღემდე მალავს), მოდელმა დედასთან, ვალერი მორისთან ერთად საარქივო ფოტოც გამოაქვეყნა.image
ამ წლის დასაწყისში კემპბელი ქალიშვილთან ერთად ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა და ცოტა დედობაზეც ისაუბრა. თუმცა მოდელი საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრ დეტალს უმალავს - მისი თქმით, გეგმავს მემუარების დაწერას და იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც საზოგადოებას სწუხებს. მაგალითად, იმის შესახებ, თუ ვინ არის ბავშვის მამა. ნაომის პირადი ცხოვრების შესახებ ახლა ცოტა რამ არის ცნობილი - ოფიციალურად ის არავისთან არ არის ურთიერთობაში. თუმცა, შარშან ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ სუპერმოდელს იდუმალი შეყვარებული ჰყავს.image


0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0