x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ლავრენტი ბერიას რეფორმები, რომელსაც "ეკონომიკური სასწაული" უწოდეს
image1899 წლის 29 მარტს დაიბადა ლავრენტი ბერია, ჩვეულებრივ რიგითი თუ არარიგითი მოქალაქესთვის ლავრენტი ბერიას სახელის გაგონება მაშინვე ასოცირდება ჯალათთან, ინტრიგების დიდოსატატთან და მექალთანესთან. პარალელურად ატომური პროექტის ავტორთან.თუმცა არის რაღაც-რაღაცეები, რის შესახებაც სდუმს ისტორია, თვით ქართულ ვიკიპედიაშიც კი და რატომაღაც ამ საკითხს გვერდი აქვს ავლილი რამდენიმე უცხოური "ვიკიპედიისგან" განსხვავებით.


ალბათ, ბევრს გსმენიათ "იაპონიის ეკონომიკური სასწაული", მაგრამ რამდენს გსმენიათ ტერმინი "ქართული ეკონომიკური სასწაული?"


1931 წლის შემოდგომაზე საქართველოს ცკ პირველი მდივანი გახდა ახალგაზრდა ჩეკისტი ლავრენტი ბერია. მანამდე უკვე კარგად გამობრძმედილი გახლდათ პოლიტიკურ ბრძოლებში. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, 23 წლის იყო, როდესაც აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა, სათავეში ჩაუდგა საგანგებო კომისიას (ჩეკა). ებრძოდა ბანდიტიზმს. იმ პერიოდში საქართველოში 31 ბანდა დათარეშობდა, წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 10-მდე შეამცირა.


მაშ ასე, 1931 წლის შემოდგომაზე, მოსკოვმა ბერია დანიშნა საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად, ფაქტიურად გახდა რეგიონის მმართველი.


image

ბერიას საკმაოდ ღატაკი მემკვიდრეობა ერგო. მრეწველობა როგორც ასეთი არ არსებობდა, როგორც ცნობილია 1927 წლიდან საბჭოთა კავშირში ხორციელდებოდა კოლექტივიზაცია, იმ დროისთვის საქართველოში კომეურნეობაში მეურნეობის მხოლოდ 36%-ის მიერთება მოხერხდა, თუმცა მოშიმშილე მოსახლეობას ამით შეღავათი არ მისცემია.


ბერიამ თამამი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, შეაჩერა კოლექტივიზაცია, შეეშვა კერძო მეურნეებსაც. სამაგიეროდ კომეურნეობებში შეაჩერა სიმინდის და ხორბლის მოყვანა, რომელსაც ხეირი არაფერი მოჰქონდა და გააშენა ჩაი, ციტრუსები, თამბაქო და ყურძენი. აი აქ უკვე მსხვილმა სოფლის მეურნეობის საწარმოებმა გაამართლა 100%-ით.


კოლმეურნობები ისე სწრაფად გამდიდრდნენ, რომ გლეხები თვითონ, საკუთარი ნებით ერთიანდებოდნენ მასში. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ დაწესდა შესყიდვის მაღალი ფასები


მაგალითისთვის: 1930 წლისთვის მანდარინის პლანტაციები ათასხუთას ჰექტარს მოიცავდა, ხოლო 1940 წლისთვის 20 000-ს, ამასთანავე თითო ხიდან მოსავალმა 20-ჯერ მოიმატა.(ბერიას არც შავბნელი საქმეები ავიწყდებოდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამავე პერიოდში მოწამლა ნესტორ ლაკობა, აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება სურდა, ყოველ შემთხვევაში ლაკობამ ბერია დაასახელა მკვლელად)


მრეწველობაც ძალზე ეფექტურად ვითარდებოდა.პირველ ხუთწლედში შიდა შემოსავალის მოცულობა საქართველოში 6-ჯერ გაიზარდა, მეორე ხუთწლედში 5-ჯერ.


აქვე პირველად საქართველო იქცა საკავშირო მნიშვნელობის კურორტად.რაც შეეხება განათლების სფეროს, 1938 წლისთვის საქართველოს ამ მხრივ საბჭოთა კავშირში მეწინავე პოზიცია ეკავა და ათას მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით გადაუწრო ინგლისს და გერმანიას.

image

ფოტოზე:ЗИС-5(АМО-4)-ღია საკურორტო ავტობუსი, რომელიც ძირითადად
ყირიმის და კავკასიის სანტორიუმებისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი
ცენტრებს ემსახურებოდა.1932- წლიდან მისი აწყობა ხდებოდა თბილისში,
ქარხანა Закавтопромторг-ში.


ახლა კი ქვეოთ გაეცნობით ბერიას მმართველობის დროს მიერ განხორციელებული პროექტების არასრულ(მნიშვნელოვან) ჩამონათვალს ამიერკავკასიაში:


1.ზაჰესს დაემატა ოთხი მძლავრი ტურბინა, რის შემდეგადაც 1938 წლიდან ზემო ავჭალის ელექტროსადგური სრული სიმძლავრით ამუშავდა, ასევე გაიხნა ტყვარჩელის თბოელექტროსადგური.


2. 1940 წლისთვის საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 1913 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო წარმოება 2, 5-ჯერ.


3. ჩატარდა ქვანახშირის მრეწველობის მოდერნიზაცია, ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში მადნის მოპოვება მექანიზებული გახდა.


4. გაიზარდა ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანში. დაიწყო კასპიის ზღვის შელფების ბურღვა.ბაქოში აშენდა ვაგონშემკეთელი ქარხანა


5. 1930-იანი წლების მეორე ნახევარიდან საქართველოში ნულიდან იწყება საავიაციო ინდუსტრიის მშნებლობა.


6. იწყება ქართული ჩაის წარმოება: 1932 წელს ჩაის ფოთლის პლანტაციებს ეკავა 19 ათასი ჰექტარი, ხოლო 1940 წელს - უკვე 47 ათასი ჰექტარი, ამასთან ჩაის ფოთლის მოსავლიანობა ჰექტარზე 750 კგ-დან 4000 კგ-მდე გაიზარდა.


7. ბერიამ საქართველო საკურორტო ზონად და გაერთიანებულ გამაჯანსაღებელ კურორტად აქცია.


8. 1932 წელს, ბერიას დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოში შემოვიდა სავალდებულო დაწყებითი განათლება. მანამდე ქვეყანაში ცოტამ თუ იცოდა თვლაც კი, სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ რესპუბლიკა წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე აღმოჩნდა სსრკ-ში.


9. საქართველოს რესპუბლიკაში ბერიას „მეფობის“ დროს ოცამდე ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსდა. სამხატვრო აკადემია, საინჟინრო, სარკინიგზო სასწავლებელი. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სამედიცინო, ფარმაცევტული და სხვა; გაიხსნა პედაგოგიური უნივერსიტეტები გორში, ქუთაისში, სტალინირსა და სოხუმში.თეატრი ფოთში.მეფისნაცვალის ყოფილ სასახლეში რეკონსტრუქციის იხსნება პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე.(მოგვიანებით პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე)


imageფოტოზე: სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1929 წელი


10.ბერიას დროს აშენდა: აფხაზეთის სახელმწიფო მეურნეობა „ახალი-ათონი“, მანქანათმშენებელი ქარხანა ბათუმში, ფეხსაცმლის ქარხანა თბილისში, "დინამოს" სტადიონი თბილისში, აგარის შაქრის ქარხანა, ხაშურის დეპო და სხვა მრავალი.

imageფოტოზე: ბერიას სახელობის "დინამოს" სტადიონი, გაიხსნა 1935 წელს.


11.სარწყავი არხი და კულტურის და დასვენების პარკი სომხეთში, ქალაქ ლენინაკანში.


(შენიშვნა: სიის შედგენის დროს წყაროდ გამოყენებულია დიდი საბჭოთა ენციკლოპედია)



1938 წელს ბერია მოსკოვში გადაიყვანა სტალინმა, იგი სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა....



0
896
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0