x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ისტორიის დაუმსახურებლად შეუმჩნეველი 14 ფოტო, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს

image


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმაზე მეტი ფოტოა გადაღებული, ვიდრე მთელი გასული საუკუნის განმავლობაში, რადგან ახლა კამერა ლამის უთოსაც კი აქვს, ამიტომ არც რაოდენობა უტოლდება ხარისხს ალბათ, უფრო პირიქით. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ გასული საუკუნის საოცარ ფოტოკადრებს, რომელთაგან თითოეულს უჩვეულო ისტორია აქვს.


image


ისტორიაში ადამიანის პირველი ფოტო, უფრო სწორად კი, ეს გახლავთ პარიზის ტაძრის ბულვარის დაგეროტიპი, რომელიც ფრანგმა გამომგონებელმა ფოტოგრაფიის დარგში, ლუი დაგერმა საკუთარი ფანჯრიდან 1838 წლის გაზაფხულზე გადაიღო. ფოტოზე მეტი ადამიანიც კი გამოჩნდებოდა, მაგრამ გრძელი ექსპოზიციის გამო დაგერმა მხოლოდ ფეხსაცმლის მწმინდავისა და მისი კლიენტის გადაღება შეძლო.


image


ტატუ თეთრკანიანი ქალის სახეზე, 1863 წელი. ფოტოზე ოლივ ოატმანი გახლავთ, რომლის მშობლები 1859 წელს ინდიელებმა მის თვალწინ მოკლეს, გოგონა მაშინ სულ რაღაც 14 წლის იყო. ის და მისი უმცროსი და კი მონობაში აღმოჩნდნენ, მალევე გოგონები სხვა მოჰავეს ტომს მიყიდეს. მართლია, ტომში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ ოლივმა ამერიკულ საზოგადოებაში დაბრუნება შეძლო, თუმცა ტომში მომხდარი ამბების უმრავლესობა დღემდე ბურუსით მოცული რჩება. მაგალითად, სვირინგი ოლივის სახეზე მის მიმართ ინდიელების კარგ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა, ხოლო ოტმანი თვლიდა, რომ მას ტატუ როგორც მონას ისე გაუკეთეს.


image


პირველი ცნობილი ფოტო უხამსი ჟესტით. ცხადია, ფოტოგრაფმა ბეისბოლისტი ჩარლზ რედბორნი რაღაცით გააღიზიანა რახან სპორტსმენმა მას შუა თითი უჩვენა.


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში მართალია პლასტიკური ქირურგია სრულყოფილებისგან საკმაოდ შორს იყო, თუმცა არსებობდა ალტერნატივაც: მაგალითად, დასახიჩრებულ სახეზე ნიღბის გაკეთება. ამ საკითხში ერთ-ერთი ექსპერტი, მოქანდაკე ანა კოლმან ლადი გახლდათ. ამგვარი მეთოდი სახეს უწინდებურ იერსახეს ვერ უბრუნებდა, თუმცა მისი წყალობით ომიდან დაბრუნებულები ოჯახებს ქმნიდნენ და თვითმკვლელობაზეც აღარ ფიქრობდნენ.


image


მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, რობერტ პერშინგ უოდლოუ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. მისი სიმაღლე - 272 სანტიმეტრი, წონა კი - 199 კგ-ი იყო. სამწუხაროდ, რობერტმა მხოლოდ 22 წელი იცოცხლა და 1940 წელს გარდაიცვალა.



image


1944 წლის ფოტოზე გამანადგურებლის ავზში საწვავის ნაცვლად ლუდის ჩასხმის ამსახველ კადრს ხედავთ. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი ლუდით არ შეავსეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ასე გადასცემდნენ ქაფიან სასმელს ნორმანდიაში მებრძოლ ბრიტანელ ჯარისკაცებს, ხოლო სანამ საწვავის ავზებში ლუდის ჩასხმას მოიფიქრებდნენ, გამანადგურებელს სამხედრო აღჭურვილობის ნაცვლად ზედ სასმელით სავსე კასრებს კიდებდნენ.


image


მომავალი დედოფალი ელისაბედ II ჯარში მსახურობისას, 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომის დროს პრინცესა ქალთა დამხმარე ტერიტორიულ კორპუსში მექანიკოსად და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მსახურობდა. ფოტოზე ელიზაბედს ხელთ საათი უჭირავს, რომელიც მან საჩუქრად კოლეგებისგან მიიღო.


image


სოფი ლორენი და ჯეინ მენსფილდი, 1957 წელი. ინტერვიუში იტალიელმა დივამ ფოტოზე არსებული სიტუაცია ასე აღწერა: "სტუდია "Paramount" - მა ჩემთვის წვეულება გამართა. მთელი კინოინდუსტრია იქ იყო, ბოლოს ჯეინ მენსფილდი გამოჩნდა. ის ხვდებოდა რომ ყველა მას უყურებდა. მე კი მის მკერდს მიშტერებული ვუცქერდი, რადგან მეშინოდა რომ მისი "ღირსებები" ჩემს თეფშზე არ აღმოჩენილიყო".


image


მსოფლიოში ყველაზე წვრილი წელის მქონე ქალი, 1957 წელი. ბრიტანელი ეთელ გრეინჯერი ასეთ რისკზე მეუღლის, უილიამის გულისთვის წავიდა. ის კორსეტებს ღამითაც კი არ იხსნიდა. დროთა განმავლობაში ეთელის წელი 62 სმ-დან 33 სმ-მდე შემცირდა, რაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც აისახა.


image


კურტ კობეინი ლენი კრავიცის - "Are You Gonna Go My Way"-ის შესრულების დროს წარმოსახვით გიტარაზე დაკვრისას.


image



ბიძია სემის ერთ-ერთი პროტოტიპი, 1970 წელი, პოსტერიდან მკაცრად მომზირალი ამერიკის სიმბოლოდ აღიარებული - ბიძია სემი, ერთგვარი კრებითი სახე გახლავთ, თუმცა აღნიშნულ ფოტოზე ვეტერან უოლტერ ბოტსის გასაოცარი მსგავსება პოსტერთან არ შეიძლება არ აღინიშნოს.


image


"აპოლო 16"-ის მისიის ერთ-ერთმა ავსტრალიელმა ასტრონავტმა ჩარლზ დიუკმა საკუთარი ოჯახის ფოტო მთვარეზე დატოვა, 1972 წელი.


image



ირანელი პოპ - მომღერლები 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე.


image


ბონუსი: ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ 2016 წელს "ოსკარი" როგორც იქნა მიიღო. ფოტო რა თქმა უნდა, არც ისე დიდი ხნის წინ არის გადაღებული, თუმცა ისტორიაში ის ორი მიზეზის გამო შევა. პირველი - მსახიობმა თავისი დამსახურებული ჯილდო გვიან მაგრამ მაინც მიიღო და მეორე - ამერიკელი ვარსკვლავი აღნიშნული ფაქტით იმდენად ბედნიერი იყო, რომ სამადლობელო სიტყვით გამოსვლისას თავს ცოტა ხუმრობის უფლებაც მისცა. მისი გაგება შეიძლება, ის ხომ კინოაკადემიის ღირსების პრიზს მთელი 12 წელი ელოდა.



0
1415
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1415